суббота, 6 июня 2015 г.

გრემი



გრემი

           შუა საუკუნეების კახეთის ქალაქებიდან გამოირჩეოდა თელავი და გრემი. თელავი ორჯერ იყო კახეთის დედაქალაქი, გრემი კი – ერთხელ. XV-საუკუნეში კახეთი უკვე საკმაოდ მოძლიერდა და მტრის თარეშმაც შედარებით იკლო. სამეფო-სამთავროებად დაშლილ საქართველოს ამ მხარეს თავისი მეფეები ჰყავდა. ყველა ეს პირობა კი აუცილებლად წარმოშობდა სამეფო ქალაქს, ასეთი ქალაქი გახდა გრემი.
        გრემი მდებარეობს კახეთში, ყვარლის რაიონში. ქალაქისათვის შეურჩევიათ მდინარე ინწობას მარჯვენა ნაპირი, რთული რელიეფი გამოყენებულია ზომიერად: გორაზე დგას ტაძარი, იქვე ახლოს ყოფილა სასახლეც, ხოლო ქალაქი დასავლეთით დაბლობზე მდებარეობდა. ქალაქს ეკავა რამდენიმე ათეული ჰექტარი, რომელიც შემოზღუდული ყოფილა გალავნით. ქალაქის შიდა ტერიტორია დაყოფილი იყო მონაკვეთებად, ცენტრალური ნაწილი სავაჭრო ქულბაქებს ეკავა. ქალაქში ყოფილა საზოგადო დანიშნულების აბანოც. იგი მდგარა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში და შედგებოდა როგორც ცივი, ისე ცხელი აბანოებისაგან. ქვედა სართულში მოთავსებული ყოფილა გათბობის სისტემა, ზემოთ გასახდელი, სააბაზანოები და სხვა. გარდა ამ საერთო აბანოსი ქალაქში იყო სამეფო აბანოც. ქალაქი მომარაგებული ყოფილა სასმელი წყლით. ნაქალაქარში აღმოჩენილია კერამიკული მილის წყალსადენები.
         გრემის ისტორიიდან მცირე ცნობებია შემონახული. მეტად დიდი ტრაგედიის მოწმე იყო გრემი XVII-საუკუნის დასაწყისში. ამ დროს კახეთში მეფობდა ალექსანდრე II, რომლის შვილი კონსტანტინე შაჰ-აბასის კარზე იზრდებოდა. გამაჰმადიანებული კონსტანტინე შაჰმა ჯარით კახეთში გაგზავნა და თან ფარული დავალება მისცა: მოეკლა მამა და თვით გამეფებულიყო. ამ განზრახვით მოსულმა კონსტანტინემ გაუგონარი ბოროტება ჩაიდინა: სიცოცხლეს გამოასალმა მოხუცი მამა, ძმა და რუსთავის ეპისკოპოსი. შემდეგ თავის რძალს შეუთვალა, მაჰმადიანური წესის თანახმად ცოლად გაჰყოლოდა მას. შეძრწუნებულმა ქეთევანმა შეჰყარა კახელები და მამის მკვლელოს წინააღმდეგ აამხედრა. კახელებმა სძლიეს ყიზილბაშებს და გრემს იზეიმეს გაარჯვება.
         1616-წელს შაჰ-აბასმა დალაშქრა და ააოხრა კახეთი, მათ შორის გრემიც, მას შემდეგ გრემი ფეხზე ვეღარ წამოდგა. მომდევნო ხანებში კი კახეთის დედაქალაქად თელავი იქცა და გრემში ცხოვრება ნელ-ნელა შეწყდა.
ამჟამად გრემისაგან კარგად არის შემონახული მცირე გალავანი და ტაძარიღაა შემორჩენილი, რომელიც XV-XVI-საუკუნეებისაა და მთავარანგელოზის სახელობის. აღსანიშნავია ტაძრის მოხატულობა, აქედან ტაძრის მოხატვის წელლს 1577 და არქიტექტორის ლევან მეფის ვინაობას ვიგებთ. თვით ლევანის ფრესკა მდებარეობს ტაძრის დასავლეთ კედელზე, იგი ტაძრის მოდელით ხელში არის გამოსახული.
        XX-საუკუნის 80-იან წლებში აქ მუზეუმი გაიხსნა. 1989 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა - კურთხევით გრემში აღსდგა ღვთისმსახურება. XX-საუკუნის 90-იან წლებში ტაძარში ძეგლთა დაცვის დეპარტამენტმა ჩაატარა რესტავრაცია: ტაძარი გადაიხურა და გამაგრდა. 1999 წლის 12 დეკემბერს, აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეს, განახლდა სამონასტრო ცხოვრება. ამ პერიოდში აიგო კელიები ბერებისათვის...
       2011 წლის ზაფხულში გრემის ციხე-ქალაქს ჩაუტარდა სრული რესტავრაცია, ჩატარდა არქეულოგიური გათხრები, შესწავლილი იქნა გრემის ნაქალაქარის უბნები, ასევე ჩაუტარდა რესტავრაცია მცირე ტაძრებსაც, რომლებიც ნაქალაქარის ტერიტორიაზე შემორჩენილი. ჩასულ მნახველს შეექმნება შთაბეჭდილება ძველი გრემის სიდიადისა და სიძლიერის შესახებ.

შუამთა


ძველი შუამთა

ძველი შუამთაძველი შუამთა, ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი თელავის რაიონში, მდებარეობს ტყეში, თელავიდან 7 კმ-ზე.
კომპლექსი მოიცავს სამ ეკლესიას, რომელთაგანაც ყველაზე ძველი სამნავიანი ბაზილიკაა, იგი V საუკუნით თარიღდება და ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო ნიმუშია.
ასევე კომპლექსი შედის VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, მცხეთის ჯვრის ტიპისა, თუმცა უფრო პატარა. მესამე ეკლესიაც ასევე VII საუკუნეს მიეკუთვნება და შედარებით მცირეა. სამივე ეკლესია რიყის ქვით არის ნაგები, კუთხეებისათვის გამოყენებულია შირიმი. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა.
ამჟამად იგი მოქმედი არ არის მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეისათვის კომპლექსი უამრავ მნახველს მასპინძლობს.


ახალი შუამთის  ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი
ახალი შუამთაახალი შუამთა ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი თელავის სიახლოვეს მდებარეობს, ცივგომბორის მთის ტყით შეფენილ კალთაზე. სახელწოდება მონასტერმა ადგილმდებარეობიდან მიიღო - მას სამი მხრიდან მთები აკრავს, თავად კი მთათაშუა მდებარე ვაკეზეა აგებული.
მონასტერი დაფუძნდა XVI ს-ის 50-იან წლებში კახეთის მეფის ლევანის (1520-1574) და მისი მეუღლის თინათინის მიერ. დედოფალი თინათინი ამავე მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად და აქვეა დაკრძალული.

ალავერდი

alaverdi
(XI s)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, პალატი, ფეიქარ-ხანის სასახლე, მარანი და აბანო.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
ალავერდის წმ. გიორგის ტაძარში დაკრძალულია მისი დამაარსებელი – წმინდა იოსებ ალავერდელი, ერთ-ერთი ასურელ მამათაგანი.
დღემდე ითვლებოდა, რომ  წმინდანის ნეშტი ტაძრის  ჩრდილოეთ მხარეს იყო დაკრძალული, მაგრამ ეს საფლავი სიმბოლური აღმოჩნდა.  სავარაუდოა, რომ XV საუკუნეში (ტაძრის პირველი რესტავრაციის დროს) წმინდანის ნეშტი საგანგებოდ გადამალეს, რათა შემოსევებისა და არეულობის დროს მისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ.
წმინდანის ნეშტი ტაძრის ჩრდილოეთ კედლის კალთაშია მოთავსებული და მწვანე ქვის ზოლითაა გამოყოფილი. გაკეთებულია ლუსკუმა, რომელიც ქვის კედლებიან სამარხში დევს. სამარხის კედლები კი სხვადასხვა ფერის ქვით არის გაწყობილი და ჩუქურთმებით შემკული. ამასთან, როგორც ბევრი წმინდანის საფლავს, აღნიშნულ სამარხსაც აქვს განსაკუთრებული ღია ნიშა. ამ ნიშაში მომლოცველები თითქმის ნახევარი ტანით შედიოდნენ და მადლის მისაღებად ხელით ეხებოდნენ წმინდანის ჩასასვენებელს.
ტაძარში აგრეთვე დაკრძალულია ალექსანდრე I და თეიმურაზ I.
ამავე ტაძარში დასვენებულია უნდა იყოს ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილი.
ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი ერთ–ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში.  მისი სიმაღლე გუმბათიანად – 50 მ–ს აღემატება.
1962 წელს გიორგი შენგელაიამ გადაიღო ფილმი სახელწოდებით „ალავერდობა“:http://www.geocinema.ge.
"ალავერდობა" გადაღებულია გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით: http://burusi.wordpress.com

3. adgilmdebareoba
ალავერდის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ველზე, ახმეტის აღმოსავლეთით 15 კმ-ში.
4. ruka
map
5. istoriuili mimoxilva
VI საუკუნეში წმინდა იოანე ზედაზნელის მოწაფეს, წმინდა იოსებ ალავერდელს, ქრისტიანობის გასამტკიცებლად წმ. გიორგის ეკლესია აუგია ამ ადგილას. მის შესახებ ბიოგრაფიულ თხზულებაში მოთხრობილია, რომ წმინდა იოსების ქადაგებას თან სასწაულებიც სდევდა. მათ მოძღვარი უფლის იმ ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილით აღასრულებდა, რომელსაც ბავშვობიდან თან ატარებდა. კახეთის მოქცევის შემდეგ ამბა იოსები მონასტრის ერთ-ერთ სენაკში დაეყუდა, სადაც კიდევაც აღესრულა. ამავე თხზულების მიხედვით იგი მის მიერ აგებულ ტაძარში დაკრძალეს.  
XI საუკუნის 30-იან წლებში, ამ ადგილზე საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი აღიმართა. ტაძრის XI საუკუნეში აგებას ადასტურებს მის აღმოსავლეთ ფასადზე დაცული ორი ლაპიდარული  წარწერა:
“წმინდაო გიორგი, მეხვაიშნე იყავ წინაშე ღმრთისა მონასა შენისა გიორგი აბაის, დისწოვლსა გოდერძი ერისთავისა, რომელმან აღაშენა კონქი ესე ამინ”.
“ქრისტე შეიწყალე იოვანე მღვდელთათავარი, ამინ.”
1475-1495 წლებში ეკლესია ძლიერ დაზიანდა და იმავე XV საუკუნის ბოლოს, ალექსანდრე I, მისი დედის, ნესტან-დარეჯანისა და ანა დედოფლის მიერ აღდგა და გაიწმინდა.
1616 წელს, შაჰ-აბასის მიერ დარბევის შემდეგ, მონასტერი როსტომ მეფემ აღადგინა. ამავე საუკუნეში თურმქმენთა მომთაბარე ტომებმა, შენობა ციხე-სიმაგრედ აქციეს. ალავერდის ტერიტორია იმდენად შეილახა, რომ 1659 წელს, თურმქმენების განდევნის შემდეგ, საუკუნის ბოლომდე საეპისკოპოსოს აღდგენა ვერ მოხერხდა. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ტაძარი ლეკებმა დაარბიეს. 1721 წელს, მთავარ ეპისკოპოსის ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის თაოსნობით შეკეთდა ტაძარი და გალავანი. 1735 წელს ტაძარი თამაზ-ხანმა ააოხრა. ეს ნგრევა 1742 წლის მიწისძვრამ დააბოლოვა. აღდგენითი სამუშაოები დაიწყო თეიმურაზ II-ს მეუღლემ, დედოფალმა თამარმა და დაასრულა მისმა ძემ – ერეკლე II. XVIII საუკუნის 80-იან წლებში ალავერდისა და მცხეთის კათედრები გაერთიანდა, რამაც ეკონომიურ აღორძინებას შეუწყო ხელი.  1811 წელს ალავერდის საეპისკოპოსოს ეპარქიაში ირიცხებოდა 113 ეკლესია, ხოლო ყმა-გლეხთა რიცხვი 342 კომლს აღწევდა.
ალავერდის საკათედრო ტაძარი თავიდანვე ითავსებდა მონასტრის ფუნქციებსაც. აქ თავიდან მამათა მონასტერი იყო, XVII-XVIII საუკუნეებში კი – დედათა მონასტერი. XIX საუკუნეში რუსეთთან შეერთების შემდეგ, დაინგრა ტაძრის გალერეა, კარიბჭეების ჩრდილოეთი და სამხრეთი ფრთები. ამავე დროს ტაძარი, შიგნიდანაც და გარედანაც შელესეს, ხოლო საკურთხევლის მთელ სიმაღლეზე რუსულ ყაიდაზე “იკონოსტასი” მოაწყვეს, (ამჟამად ის მოხსნილია და კანკელითაა შეცვლილი).
საუკუნეთა მანძილზე ალავერდი მძლავრი სასულიერო-კულტურული ცენტრი იყო. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი: ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII), ნიკიფორე ირბახი (ჩოლოყაშვილი) და ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVIII) და სხვანი. ალავერდი კახთა მეფეთა საძვალეც წარმოადგენს. აქ დაკრძალულნი არიან მეფენი – ალექსანდრე I და თეიმურაზ I. აქ დასვენებულია ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილი.
2009 წლის დეკემბერში, არქეოლოგებმა განსაკუთრებულ სამარხს მიაკვლიეს. ის ტაძრის ჩრდილოეთ კედლის კალთაშია მოთავსებული და მწვანე ქვის ზოლითაა გამოყოფილი. სპეციალისტების ვარაუდით, ეს ტაძრის დამაარსებლის - 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის - წმინდა იოსებ ალავერდელის საფლავი უნდა იყოს. დღემდე ითვლებოდა, რომ  წმინდანის ნეშტი ტაძრის საკურთხევლის მარჯვენა მხარეს იყო დაკრძალული, მაგრამ ეს საფლავი სიმბოლური გამოდგა.
ალავერდში ყოველწლიურად იმართება ტაძრის დღეობა “ალავერდობა”, რასაც ახლავს სახალხო დღესასწაული, რომელიც იწყება 14 სექტემბერს და გრძელდება 3 კვირას.  ამ დღესასწაულს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს. პლატონ ოსელიანის გადმოცემით, იგი ღამისთევით აღინიშნებოდა და დაახლოებით 15 000-20 000 ადამიანი იყრიდა თავს. მასში მონაწილეობდნენ: კახელები, ქართლელები, ინგილოელი ლეკები, დიდოელები, ოსები, სომეხი გრეგორიანელები, თუშები, ხევსურები, ფშაველები, ქისტები, კახეთში დამკვიდრებული თათრები. ალავერდობაზე XIX საუკუნის აღწერილობის მიხედვით იმართებოდა ბაზრობა. ტაძრის გარშემო არსებული მოედანი დაყოფილი იყო ქუჩებად, სადაც მთავრობისგან მიცემული გეგმით აშენებულ დუქნებში სხვადასხვა საქონლით მოვაჭრეს საკუთარი ადგილი ჰქონდა მიცემული.  ალავერდობისთვის ქრისტიანსაც და მაჰმადიანსაც, ქართველსაც და არაქართველსაც მოჰქონდა შესაწირი. ალავერდობის დღესასწაულს თავისი სპეციფიური დასასრული ჰქონდა: დღესასწაულის ბოლოს 200-300 ცხენოსანი თუში იკრიბებოდა და ომში დარუპულთა სულებისათვის დალაის სიმღერით სამჯერ უვლიდა ტაძარს. ეს წესი, სავარაუდოდ, იმ თუში მეომრების ხსოვნას უნდა უკავშირდებოდეს, რომლებმაც 1659 წელს ბახტრიონის ბრძოლაში ისახელეს თავი და ციხე-სიმაგრედ და საჯინიბოდ ქცეული ალავერდი გაათავისუფლეს.

ალავერდის ეტიმოლოგიის შესახებ სხვადასხვა მეცნიერის მიერ გამოთქმული რამდენიმე ვერსია არსებობს: 1. მომდინარეობს ალვანგვერდიდან, როგორც ამ მხარეს ძველად ერქვა; 2. ინგუშურ ენაზე დაყრდნობით ალა ერდი ანუ ცეცხლის (კერის) ღმერთი (ა. ალბოროვი); 3. მომდინარეობსალ-ვერ-დო-დან, რაც ქართული ტოპონიმების მაწარმოებელი თავსართ-ბოლოსართებით იქნა ახსნილი (ლ. მელიქსეთ-ბეგი); 4. აკაკი შანიძე მას წოვა-თუშურ სიტყვად მიიჩნევდა; 5. ალაჰ-ვერდი – ალაჰმა მოგვცა, რაც დ. მერკვილეძეს ხალხურ ეტიმოლოგიად მიაჩნია; 8. ვ. აბაევი და რ. შტეკელბერგი ალავერდს ღვთაება ალარდიდან მომდინარედ მიიჩნევენ.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
ალავერდის დიდი ტაძარი სხვადასხვა მიზეზთა გამო რესტავრირებული იყო. მის აღდგენასთან დაკავშირებით სხვადასხვა გადმოცემა არსებობს.
ერთი ყველაზე ვრცელი გადმოცემა ასეთია: XV-XVI საუკუნეებში, ერთ დღესასწაულზე, როცა ხალხთან ერთად მეფე-დედოფალი და დიდებულებიც შეკრებილიყვნენ, ღვთის გლახას – ილიკოს ხალხის ცოდვები უმხილებია, პირით ალავერდისკენ შეტრიალებულა, თავი მოუდრეკია და აქვითინებულა. ყველას ერთიანად მოსჩვენებია, რომ გუმბათი გადაქანდა და ტყეს მიეფარა. ხალხი შეძრწუნდა. შემდეგ ილიკოს უთქვამს, იტირეთ, შაჰ-აბასი დაიბადაო.  იმ ღამეს მოხდა მიწისძვრა, რომელმაც ალავერდის სავანე დაანგრია. მონასტერში მხოლოდ ერთი ბერი, სახელად დოდო, დარჩენილა. მას შედარებით გადარჩენილ შენობაში შეუფარებია თავი. ეს ბერი ყოველ შაბათს გალობდა და ლოცულობდა. მისი ხმა მთელ არემარეში ისმოდა.
გავიდა დრო, შაჰ-აბასი არაერთხელ შემოიჭრა კახეთში და ააოხრა. ერთხელაც, კახეთის ელჩისთვის შაჰს უბრძანებია, მისთვის ხარკთან ერთად ყოველ ახალ მთვარეზე 50 ნარჩევი ლამაზი ასული მიერთმიათ. ამ დროს ქართველები შეტევისთვის ემზადებოდნენ, ჯარს აგოვებდნენ. სპარსელების ჯარში გავლენიან მეთაურად ალავერდი ითვლებოდა. ალავერდი არ ელოდებოდა შაჰის წყალობას და თავად აიძულებდა ქართველებს, მისთვის ლამაზი გოგონები მიერთმიათ. ელჩმა შიომ გადაწყვიტა, მეფესთან მისვლამდე თავის ულამაზეს ცოლთან ხორეშანთან შეევლო. იგი ცოლის წინ დაემხო და სთხოვა სამშობლოსთვის თავი შეეწირა. ისე მოქცეულიყო, რომ თუ ალავერდი შაჰს არ განუდგებოდა, მოეკლა. დილით ბოგანოდ ჩაცმულმა შიომ ალავერდს თავისი ცოლი მიუყვანა. მას ქალი ძალიან მოეწონა. ხორეშანმა მხედართმთავარს სიყვარულის სანაცვლოდ  შაჰისგან განდგომა სთხოვა. მეორე საღამოს ალავერდი დათანხმდა, თან ალაჰის წვერი დაიფიცა. შაჰმა ალავერდს ბრძოლისაკენ მოუწოდა. ხორეშანმა მისი მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ ძილში საოცარი სიზმარი ნახა: მას თეთრებში გამოწყობილი მოხუცი გამოეცხადა, რომელმაც დალოცა და უთხრა: „არ მოკლა მხედართმთავარი, რადგან იგი დიდი საქმეებისთვის არის მოწოდებული, ალავერდი აღადგენს სავანეს, რომელსაც აგერ უკვე დიდი ხანია დავტირიო. შენს მძიმე მსხვერპლს კი ეკლესია და მონაზვნობა აკურთხებსო“.
დილით ალავერდი სანადიროდ წავიდა. მწყერს დაედევნა. მწყერი სამშობლოსთვის მლოცველ ბერს დოდოს კაბისქვეშ შეუფრინდა. ალავერდმა მწყერის გამოშვება უბრძანა ბერს, მაგრამ მას თითქოს არაფერი ესმოდა. მაშინ მხედართმთავარმა მას მახვილი ჩასცა. მოხდა სასწაული: ხანჯალი გადატყდა და ალავერდს ხელი წაერთვა. მხედართმთავარმა მას ხელის დაბრუნება სთხოვა, სანაცვლოდ ქართველების დახმარება აღუთქვა.
იმავე საღამოს დოდოსთან შიო მივიდა. ბერმა მას ქართველების გამარჯვება უწინასწარმეტყველა. როცა სპარსელებსა და ქართველებს შორის ბრძოლა გაიმართა. ალავერდმა შეასრულა დანაპირები და თავის ცხენოსნებთან ერთად ქართველებს გამარჯვება მოუტანა. ბრძოლაში სხვა ქართველებთან ერთად შიოც დაიღუპა. ხოლო ალავერდი სიკვდილის წინ გაქრისტიანდა და მთელი ქონება სავანის აღსადგენად დატოვა. ხორეშანი მონაზვნად აღიკვეცა. შემოდგომაზე კი, როდესაც ამ ამბების შემდეგ პირველად აღნიშნეს სავანის დღესასწაული, ქართველებმა ასწიეს აზარფეშა და თქვეს: „ალავერდი“. „იახში ოლ“ – უპასუხეს ალავერდ ხანის გაქრისტიანებულმა ახლობლებმა. მას მერე სუფრაზე ამგვარი წესი გამკვიდრდა. ხოლო წმინდა გიორგის ტაძარს ალავერდი დაერქვაო – თქმულება გადმოგვცემს.
მეორე გადმოცემა მოგვითხრობს: ერთხელ ალავერდის სავანესთან ქართველი მონაზონი ქალი ღმერთს თურქების დამარცხებას სთხოვდა. მას თავს თურქი მხედართმთავარი წამოადგა. გაბრაზებულმა სარდალმა მონაზვნის თავზე მახვილი აღმართა და თქვა: ვნახოთ, როგორ გადაგარჩენს შენი ღმერთიო. ამ სიტყვების თქმაზე ხმალშემართული მხედართმთავარი გაშეშდა და შეშინებულმა მონაზვნისაგან დახმარება ითხოვა. მონაზონმა ილოცა და თურქსაც გაშეშებული ხელი კვლავ აუმოძრავდა. მხედართმთავარი და მისი ხელქვეითები გაქრისტიანდნენ. სუფრასთან სხდომისას ერთ ქართველს მისთვის ყანწი მიუწოდებია და თურქულად უთქვამს: „ალლა ვერდი!“ (ღმერთმა მოგვცა).
გაქრისტიანებული მხედართმთავარი კახელების გაბნეულ ჯარს ჩაუდგა სათავეში და განდევნა მომხვდური. ის სავანე კი, სადაც მონაზონმა განკურნა, აღადგინა და მთელი ქონება შესწირა. მას შემდეგ ამ ტაძარს ალავერდი ეწოდებაო – ამბობენ.

7. arqiteqturuli aRwera
gengegma
ა) ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი ერთ–ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (41.7X26.4 მ, სიმაღლე გუმბათიანად – 50 მ–ს აღემატება). ნაშენია უმთავრესად რიყის ქვით. გარედანაც და შიგნიდანაც მოპირკეთებულია მოყვითალო ნახვრეტოვანი ტუფის ფილებით, რომლებიც ახლა შეთეთრებულია. იგი გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული, დიდი ზომის კრამიტის ფილებით, რომელთა ფრაგმენტებიც შემორჩენილია.
ტაძრის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის სამი, ერთმანეთის ტოლი მკლავი ნახევარწრიული აფსიდით მთავრდება და ქმნის ეგრეთ წოდებულ ტრიკონქს. უაფსიდო დასავლეთი მკლავი წაგრძელებულია და აქვს გვერდითი ნავები, რომლებსაც ელიფსური ფორმის თაღების წყვილი მალით უკავშირდება. თაღები ვარსკლავისებურ ბოძზეა დაყრდნობილი. შესასვლელი დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრთილოეთიდანაა.
საკურთხეველი, რომელიც ნახევარწრიულ აფსიდსა და მის წინ მდებარე ბემას მოიცავს, თავდაპირველად სამი საფეხურით იყო შემაღლებული. საკურთხევლის გვერდებზე – სამკვეთლო და სადიაკვანეა, რომელთა ზემოთ აფსიდიანი თითო სათავსია. საკურთხევლის, ისევე როგორც განივი მკლავების აფსიდის წინ, კედლის შეღრმავებულ ნაწილში, თითო ფართო და მაღალი თაღოვანი გასასვლელია, მათ ზემოთ კი სამკვეთლოსა და სადიაკვანის თავზე განლაგებული სათავსების თითო თაღოვანი სარკმელი გამოდის. საკურთხეველში და გვერდის აფსიდებში, სამ-სამი მაღალი თაღოვანი სარკმელია. გვერდის აფსიდების სარკმლები იმდენად მაღლაა, რომ მათი თაღების წვერი კონქის ქუსლის დონეს აღწევს. საკურთხევლის აფსიდში გეგმით ნახევარწრიული და მაღალი თერთმეტი თაღოვანი ნიშია, რომლებიც მღვდელმსახურთა ჩამოსაჯდომად იყო განკუთვნილი. 
aRmosavleTi fasadiganivi ganakveTi aRm-ken
ჩრდილოეთ აფსიდში, სადაც იოსებ ალავერდელის საფლავია, ბოლოებთან, მიჯრით განლაგებული ორ-ორი აფსიდის-მაგვარი ნიშია, რომლებსაც ირგლივ თითო სადა ლილვი ევლება. ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავების აფსიდების ორივე კუთხეს, გარკვეულ სიმაღლეზე, ნახევარსვეტი აუყვება, რომელთა კაპიტელებზე დაყრდნობილია აფსიდის წინ მდებარე გასასვლელების თაღები. 
grZivi ganakveTi samxreTiken
დასავლეთ მკლავის დასავლეთი კედლის ღერძზე ფართო და მაღალი თაღოვანი შესასვლელი იყო მოწყობილი, რომელიც მოგვიანებით ოდნავ შეუვიწროვებიათ და მნიშვნელოვნად დაუდაბლებიათ. შესასვლელის ორივე მხარეს თითო მძლავრი პილასტრია, რომლებზედაც დაყრდნობილია პატრონიკეთა დამაკავშირებელი ღია გადასასვლელი. ტაძრის დასავლეთი მკლავის გვერდებზე მდებარე ვიწრო ნავები საბჯენი თაღითაა გაყოფილია. სამხრეთი ნავის აღმოსავლეთი ნაწილის სამხრეთ კედელში ტაძრის შესასვლელია (ამჟამად ამოშენებულია). დასავლეთ ნაწილში, სამხრეთით და დასავლეთით, თითო სარკმელია. ჩრდილოეთი ნავი სამხრეთის ანალოგიურია. ნავის ჩრდილოეთ კედელში ერთი ვიწრო და დაბალი კარია. კარის თავზე, კედელში, პატრონიკეზე ასასვლელი კიბეა, რომელიც ნავის დასავლეთ ნაწილში იწყება. თავდაპირველად ორივე პატრონიკე მკლავის სივრცეში ოთხ-ოთხი ფართო თაღით იყო გახსნილი, რომლებიც წყვილ-წყვილად იყო განლაგებული ნავთა გამყოფი თაღების თავზე და მოჩარჩოებული იყო შეწყვილებულ ნახევარსვეტებზე დაყრდნობილი თაღებით (დასავლეთი მკლავის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში შემორჩენილია ნახევარსვეტები და მათზე დაყრდნობილი თაღის ნაწილი). მკლავის კამარა, რომელიც 1750 წელს განაახლეს, კედლების ზედა ნახევართან ერთად აგურითაა ნაწყობი და აგურისავე ოთხ საბჯენ თაღს ეყრდნობა, თაღები – კონსოლებს. 
gegma
სამკვეთლო და სადიაკვანე ცილინდრული კამარით გადახურული ფართო სწორკუთხა სადგომებია, რომელთაც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდები აქვთ. თითეული მათგანის აფსიდში და გვერდით კედელში თითო თაღოვანი სარკმელია (სამკვეთლოს ჩრდილოეთი სარკმელი მოგვიანებით ამოაშენეს). შესასვლელი ორივე სადგომს დასავლეთიდან აქვს. სამკვეთლოს სამხრეთ კედელში და სადიაკვანეს ჩრდილოეთ კედელში თითო განიერი და ღრმა თაღოვანი ნიშია, რომელიც იატაკის დონიდან იწყება და კამარის ქუსლებამდე ადის. სამკვეთლოსა და სადიაკვანეს დასავლეთით ჯვაროვანი კამარით გადახურული თითო პატარა კვადრატული სათავსია. ორივე სათავსი თითო ფართო და მაღალი თაღით დაკავშირებული იყო, როგორც აღმოსავლეთ, ასევე შესაბამის განივ მკლავთან. მოგვიანებით თაღები აგურით ამოუშენებიათ და დაუდაბლებიათ.
დასავლეთი კარიბჭე XVIII საუკუნეში უნდა იყოს აგებული, ადრე არსებული კარიბჭის ადგილზე. ტაძრის დასავლეთ შესასვლელის გვერდებზე შემორჩენილია თავდაპირველი კარიბჭის შირიმით ამოყვანილი ორ-ორი რთულპროფილიანი პილასტრი და მათზე დაყრდნობილი თაღების მცირე ნაწილები.
moxatuloba
ტაძარი მოხატულია. მოხატულობა სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობლი ყრმით. ღვთისმშობლის მარცხნივ და მარჯნივ გამოსახულნი არიან მთავარანგელოზები - მიქაელი და გაბრიელი. კონქის მხატვრობა XV საუკუნეს განეკუთვნება. ზემოდან მეორე და მესამე რეგისტრებში ეკლესიის მამების მონუმენტური ფიგურებისა და გრანდიოზული ორნამენტის ფრაგმენტებია. ეს მხატვრობა XI საუკუნისაა. სამხრეთ მკლავში თითქმის მთლიანადაა გადარჩენილი მოხატულობა. სარკმლებს შორის ორ-ორი რეგისტრია, სადაც ნაწილობრივ შემორჩენილია მოხატულობები. ამ მხატვრობის ძირითადი ნაწილი XV-XVI საუკუნეების მიჯნას უნდა განეკუთვნებოდეს, როდესაც ტაძარი კაპიტალურად შეკეთდა. დასავლეთ მკლავში, კარის თავზე და გვერდებზე, შემორჩენილია XVI საუკუნის მხატვრობის ფრაგმენტები.
ტაძრის გარეთა ფორმები სავსებით შეესაბამება შიდა სივრცის სტრუქტურას. ფორმათა ურთიერთგანლაგება და პროპორციები ექვემდებარება წამყვან ელემენტს – ცენტრში აღმართულ მაღალ გუმბათს, რომელიც ორფერდა სახურავით გადახურული ჯვრის მკლავების გადაკვეთაზეა აღმართული. მკლავებს შორის – დაბალი ცალფერდა სახურავით გადახურული ნაწილებია. ტაძრის ფასადების დეკორი ძალზე თავშეკავებულია, უზარმაზარი კედლის სიბრტყეები მხოლოდ თაღებითა და ნიშებითაა დანაწევრებული, რაც ხელს უწყობს ტაძრის დიდებულების აღქმას.
ბ) ტაძარს გარს ევლება საკმაოდ ირეგულარული მოხაზულობის გალავანი, რომლის მოხაზულობა ტაძრის ირგლივ აგებულმა სხვადასხვა დროისა და დანიშნულების ნაგებობებმა და გალავნის აღმოსავლეთით მდებარე პატარა მდინარემ განაპირობა. გალავანი ორიარუსიანია. ქვედა იარუსი ყრუა და ზედასთან შედარებით სქელია. ზედა იარუსს მთელ სიგრძეზე საბრძოლო ბაქანი გასდევს, რომლის უმეტესი ნაწილი ხის ყოფილა. მეორე იარუსის კედელში ძირს დახრილი და ჰორიზონტალური სათოფურებია. გალავანში ჩართულია 5 ცილინდრული კოშკი, რომელთაგანაც 4 მდინარის მხარესაა, ერთი (ყველაზე დიდი) ჩრდილო-დასავლეთით დგას. ყველა კოშკი გალავნის გარეთაა გასული. კოშკებს თავდაპირველი სახე შეცვლილი აქვთ. გალავანს ორი შესასვლელი აქვს: ერთი (მთავარი) ტაძრის სამხრეთ-დასავლეთის კუთხის პირდაპირაა, მეორე (ამოშენებული) – ჩრდილოეთ კედელში.
გ) სამხრეთ შესასვლელზე XIX საუკუნეში სამრეკლოს ცილინდრული ფანჩატური დააშენეს. როგორც ჩანს, სამრეკლო ამ ადგილას ადრეც მდგარა, მისგან შემორჩენილია ქვედა კუბური ფორმის ნაწილი – ფართო შეისრულთაღოვანი გასასვლელით შუაში და თითო კომპარტიმენტით აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში. დასავლეთ კომპარტიმენტში მოწყობილია კიბე, რომლითაც ადრე არსებულ სამრეკლოს ფანჩატურზე ადიოდნენ.
satrapezos gegma
დ) 1640-43 ჩამოსული რუსი ელჩის ცნობით, ტაძრის პირდაპირ ქვით ნაგები ორი პალატიმდგარა. შემორჩენილია მხოლოდ ერთი, რომელიც ორსართულიანი მოგრძო ნაგებობაა (27X11 მ), დგას შესასვლელის დასავლეთით. იგი ჩართულია გალავნის კედელში და გარედან გამაგრებულია ხუთი მძლავრი კონტრფორსით. პალატის I სართულზე სატრაპეზო იყო. სამხრეთით მას სამი შესასვლელი ჰქონდა, რომელთა ზემოთ თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. მსგავსი სარკმლები სხვა კედლებშიცაა.

palatis grZivi ganakveTi
სატრაპეზოს შიდა სივრცე ორსაფეხურიანი პილასტრების ოთხი წყვილია და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღებით ხუთ ნაწილადაა გაყოფილი.
შუა ნაწილი კვადრატულია და გვერდითებს თითქმის ორჯერ აღემატება. პილასტრებს შორის კედლის მიმდებარე შეისრული თაღებია გადაყვანილი. სატრაპეზოს თითოეული ნაწილი გადახურულია დამოუკიდებელი, საკმაოდ რთული და მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებული კამარით. სატრაპეზოს ზემოთ საცხოვრებელი სათავსები იყო განთავსებული. ამჟამინდელი II სართული, ეზოს მხრიდან მოწყობილი ორი დიდი კიბით, მოგვიანებითაა აგებული და გამოყენებულია თავდაპირველი სართულის კედლების ნაწილები.
e) ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით დგას ირანის შაჰის ნაცვლის სასახლე. იგი აგებულია XVII საუკუნის დასაწყისში. სასახლე რვაწახნაგა, ორიარუსიანი კოშკისაგან და მის ჩრდილო-აღმოსავლეთ წახნაგზე მიდგმული დაბალი, კვადრატული
sasaxles gegma
სათავსისაგან შედგება. კოშკის ქვედა იარუსის ყოველ კუთხეში თითო მძლავრი ბურჯი დგას, რომელთა შორის თითო ფართო შეისრულთაღოვანი ღიობია. ბურჯებითა და თაღებით შექმნილ ქვედა იარუსის რვაწახნაგოვან ბაქანზე დადგმულია ამდენივე წახნაგის მქონე ყელი, რომლის კედლები ქვედა ნაწილის კედლების სისქის ნახევარია, რის გამოც II იარუსის დონეზე შექმნილია ფართო გარშემოსავლელი. შიდა სივრცე ერთიანია, გადახურულია რთული ფორმის ორსაფეხურიანი კამარით. კოშკის ჩრდილო-აღმოსავლეთ წახნაგზე მიშენებული სათავსი კვადრატული გეგმისაა (5.2X5.2 მ), შესასვლელი მას კიოსკთან აქვს. სათავსის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში სამ-სამი სწორკუთხა ნიშაა, აღმოსავლეთ კედელში, ნახევარწრიული ბუხრის ორივე მხარეს – თითო ნიშა.
abanos gegma
ვ) მარანი - ტაძრის ჩრდილოეთ კედლისპარალელურად 50 მ-ზე დგას. მარნის აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში ფართო სარკმლებია გაჭრილი. შიგნით მიწაში ქვევრებია ჩაფლული. ახლა ის მარნის ახალ შენობაშია ჩართული.
ზ) აბანო მდებარეობს გალავნის გარეთ, ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით 80 მეტრზე. ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. აბანო გეგმით რთული მოხაზულობისაა. შედგება სხვადასხვა ფართობის რამდენიმე სათავსისაგან, რომლებიც ერთმანეთს გასასვლელებით უკავშირდება. გამოირჩევა მთავარი სათავსი, სამი საკმაოდ ღრმა, შეისრული კამარით გადახურული კომპარტიმენტით. სათავსის ცენტრალური ნაწილი გუმბათოვანი კამარით იყო გადახურული. დანარჩები სათავსები შედარებით მცირე ფართობისაა: მათაც მთავარი სათავსის მსგავსი გუმბათოვანი კამარები ჰქონდათ. ამჟამად ინტერიერი 1-1,5 მ-ზე მიწითა და ნანგრევებითაა ამოვსებული.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi:
ალავერდის კომპლექსი ალავერდის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და შიგნით განთავსებულია ეპისკოპოსის რეზიდენცია, ხოლო ტაძარში ეპისკოპოსის კათედრა. ტაძარი მოქმედია.
9. gamoyenebuli masalebi
1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ2, 2004წ.
2. ირინე ელიზბარაშვილი - “ოთხთა კათედრალი”
3. ნ. ღამბაშიძე – „აკადემია“,  „ალავერდობა და მასთან დაკავშირებული ქართული ტრადიციები“, 1/2010წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi

წინანდალი

სოფელი წინანდალი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ჭავჭავაძეების სამამულო მიწას. ჭავჭავაძეთა გვარიკახეთში მეთვრამეტე საუკუნეში გადმოსახლდა. აქ თავის სასახლეში ცხოვრობდა გარსევან ჭავჭავაძე, რომელიც მსახურობდა მეფე ერეკლე II–ის კარზე და საქართველოს სრულუფლებიან ელჩს წარმოადგენდა რუსეთში.[2] მისი სასახლის შესახებ დღეისათვის მწირი ინფორმაცია არსებობს. ცნობილია, რომ სასახლე დღევანდელი ბაღის ჩრდილო–დასავლეთით მდებარეობდა.[3]
გარსევან ჭავჭავაძემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთ–საქართველოს ურთერთობებში და 1783 წლის 24 ივლისს ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს[4] იოანე ბაგრატიონთან ერთად. მეფე ერეკლემ მას დიდი მამული უბოძა ცივ გომბორის მთიდან კავკასიონის მთების სამხრეთ კალთამდე. წინანდლის მამული მემკვიდრეობით მის ერთადერთ ვაჟს, ქართული რომანტიზმის ფუძემდებელს, პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ალექსანდრე ჭავჭავაძეს (1786—1846) ერგო.[5]
ალექსანდრე ჭავჭავაძე პეტერბურგში დაიბადა და საიმპერატორო კარზე იზრდებოდა. იგი იყო ეკატერინე II-ისა დაალექსანდრე I-ი ს ნათლული.
1818 წელს ალ. ჭავჭავაძემ წამოიწყო ახალი სასახლის მშენებლობა. დიდძალი სტუმრიანობის გამო, ცხადი გახდა, რომ სასახლე მასშტაბებში უნდა გაზრდილიყო. 1831 წელს წინანდალში მშვენიერი ბაღით გარშემორტყმული დიდი სასახლე უკვე დგას[6], რაზეც მეტყველებს გრიგოლ ორბელიანის ლექსი “ორი შენობა”[7], რომელშიც ავტორი გარსევან ჭავჭავაძის ძველი სასახლისა და ალექსანდრეს ახალი სასახლის შედარებას ახდენს.
ალ. ჭავჭავაძეს ოთხი შვილი, 14 შვილიშვილი და 31 შვილთაშვილი ყავდა. უფროსი ქალიშვილი ნინო ჭავჭავაძეცნობილი რუსი დიპლომატისა და პოეტის ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე იყო[8], მეორე - ეკატერინე ჭავჭავაძესამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის მეუღლე[9], ვაჟი - დავითი რუსეთის საიმპერატორო სამხედრო სამსახურში გენერალ-მაიორი გახდა. მისი მეუღლე, ანა ბაგრატიონი, საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XIIშვილიშვილი იყო. ალექსანდრეს უმცროსი ქალიშვილი სოფიო ჭავჭავაძე ცოლად გაჰყვა კავკასიის სასწავლო ოლქის უფროსს ბარონ ალექსანდრე ნიკოლაის.
XIX საუკუნეში წინანდალში იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების წარჩინებული წარმომადგენლები. სასახლეს ასევე სტუმრობდნენ რუსი და უცხოელი დიპლომატები და ხელოვანები. წინანდლის სასახლე XIX საუკუნის კულტურულ კერას წარმოადგენდა1854 წელს, წინანდლის მამულებს შამილის რაზმი შემოესია. სასახლე დაარბიეს, და გადაწვეს. ტყვედ აიყვანეს დავით ჭავჭავაძის ოჯახი და ნათესავები — სულ 24 ადამიანი. შამილმა ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ შვილის ჯემალ-ედ–დინის გათავისუფლება და მილიონი მანეთი მოითხოვა;[10] მოლაპარაკების შედეგად თანხა 40000–მდე შემცირდა. ოჯახის გამოსასყიდად დავით ჭავჭავაძემ წინანდალი, მუკუზანი და ნაფარეული დააგირავა.ალექსანდრე ჭავჭავაძემ პირველად საქართველოს ისტორიაში წინანდალში ბოთლში ჩამოასხა ევროპული წესით დამზადებული ქართული ღვინო. რის შემდეგაც საქართველოში ევროპულად დამზადებული ღვინის წარმოებას ჩაეყარა საფუძველი.

1886 წელს დავით ჭავჭავაძე იძულებული გახდა წინანდლის მამული გაეყიდა და ეს უკანასკნელი საუფლისწულო მამულების დეპარტამენტის მფლობელობაში გადავიდა. ამავე პერიოდიდან წინანდლის მამულების დიდი რეკონსტრუქცია იწყება. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს სათავეში ცნობილი რუსი არქიტექტორი ალექსანდრე ოზეროვიჩაუდგა. ხოლო 1887 წელს პარკის გადაკეთება შვედ ბოტანიკოსს არნოლდ რეგელს დაუკვეთეს. ამგვარად წინანდლის ჭავჭავაძისეული მამული რომანოვების საზაფხულო რეზიდენციად გადაკეთდა.[11]
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ რომანოვების საზაფხულო რეზიდენცია გადაკეთდა ღვინის ქარხანასთან არსებულ სასტუმროდ; ხოლო 1946 წლიდან ქართველი პოეტის გიორგი ლეონიძის თაოსნობით გაიხსნა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი.[12]

ახალი პროექტი-,,მოვილოცოთ კახეთში"