среда, 14 июня 2017 г.

ესეს წერის რამდენიმე გზა არსებობს. ამჯერად სტანდარტული ესეს წერის პრინციპს გაგაცნობთ.
ესეში ხშირად მეორდება აზრი, რასაც “ჰამბურგერის ესეს” სახელით იცნობენ. ეს ნიშნავს, რომ შესავალისა და დასკვნის პარაგრაფები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ესეს შუა, მთავარ ნაწილში შევხვდებით. წარმოიდგინეთ ჰამბურგერი, სადაც პური მოთავსებულია ზემოთ და ქვემოთ – ჩვენს შემთხვევაში შესავალი და დასკვნა, რაც კარგად ფუთავს ბურგერის ყველაზე მთავარი კომპონენტს, შიგთავსს.
როგორ ვწეროთ კარგი ესე?
სირთულე: საშუალო
საჭირო დრო: 30 წუთი
იხილეთ 14 ნაბიჯი:
1. შეარჩიე თემა შენი ესესთვის.
2. აირჩიე თემის მთავარი აზრი, ან თეზისი. მაგალითად: ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა რევოლუციური ცვლილება მოახდინა ჩვენი სამუშაოს სპეციფიკაზე.
3. გაწერე ესე სამ ძირითად ნაწილად: შესავალი, მთავარი ნაწილი და დასკვნა/შეჯამება.
4. შესავალი საინტერესო წინადადებით დაიწყე. მაგალითად: კომპიუტერის მეშვეობით, სახლიდან მომუშავე ადამიანების რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში 150 000-დან 12 მილიონამდე გაიზარდა. შესავალი, შეიძლება, შეიცავდეს საინტერესო სტატისტიკას, ცნობილი ადამიანის ფრაზას, რიტორიკულ კითხვას, როგორიცაა “იცოდით, რომ…”, თუ სხვ.
5. პირველი წინადადების შემდეგ ჩამოაყალიბე ესეს მთავარი აზრი. ამ წინადადებამ უნდა განსაზღვროს მთლიანი ტექსტის დედააზრი.
6. ყოველ ახალ აბზაცს წარუმძღვარე წინადადება, რომელიც ამ აბზაცს განსაზღვრავს. ამით შეძლებ პარაგრაფების ერთმანეთთან დაკავშირებას და ესეს სტრუქტურის აწყობას.
7. შესავალი დაასრულე მთავარი აზრის მოკლე შეჯამებით. მაგალითისათვის: ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა ტრადიციული სამუშაო გარემო წარსულს ჩააბარა.
8. შიდა პარაგრაფები (ძირთადად ორი, ან სამი) შესავალში დაფიქსირებული იდეის განვრცობას ემსახურება. გახსოვდეს, რომ საწყის პარაგრაფში აღნიშნული თემის მიმოხილვით ესეს სტრუქტურა იკვრება.
9. ესეს შუა პარაგრაფებში მოიყვანე მაგალითები და დამატებითი ინფორმაცია თემაზე. მაგალითად: როცა ინტერნეტი პირველად შეიქმნა, მას ძირითადად მეცნიერები იყენებდნენ, თუმცა, დღეს უკვე ყველა საკლასო ოთახში შეგიძლიათ მისი გამოყენება.
10. ესეს შუა პარაგრაფებმა უნდა განავითაროს ცენტრალური იდეა და ბოლოს შეაჯამოს იგი. თითოეულმა მსგავსმა პარაგრაფმა მინიმუმ ორი მაგალითი ან ფაქტი უნდა განიხლოს მთავარი იდეის დასაცავად.
11. ბოლო, დასკვნითი პარაგრაფი აჯამებს მთელ ესეს და შესავალის პერიფრაზირებას ახდენს.
12. დასკვნა დაიწყე წინადადებით, რომელიც გაიმეორებს წინა პარაგრაფების პრინციპულ იდეას. მაგალითად: ინტერნეტის მოხმარებამ სახლის პირობებში და თანამედროვე კომპიუტერული სისტემების სწრაფმა განვითარებამ…
13. ბოლოსწინა წინადადებამ უნდა გაიმეოროს თემის მთავარი თეზისი. მაგალითისთვის: ჩვენ ინდუსტრიული რევოლუციიდან ინფორმაციულ რევოლუციაში გადავინაცვლეთ.
14. ბოლო წინადადება მთავარი თეზისის სამომავლო პერსპექტივებს შეეხება. მაგალთად: მომავალში ოფიციალური სამუშაო გარმოს სრულ გაქრობას უნდა ველოდეთ.
რჩევები:
• აზრის ჩამოსაყალიბლებლად გამოიყენე ძლიერი ზმნები და თავი აარიდე მოდალურ ზმნებს.
• არ მოიხადო ბოდიში, იმის გამო, რასაც ამბობ. ესე საკუთარი აზრის გამოხატვაა.
• უცხო ენაზე წერისას, ნუ გადმოთარგმნი აზრს მშობლიური ენიდან. ასე შორს ვერ წახვალ.
ესეს წერისთვის დაგჭირდება:
• კომპიუტერი ან საბეჭდი მანქანა
• ლექსიკონი
• ენციკლოპედია
წყარო: esl.about.com

რეფერატი

ნაშრომი აკინძული უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობით:
1. თავფურცელი
2. სარჩევი
3. შესავალი
4. ტექსტის ძირითადი ნაწილი
5. დასკვნა
6. ბიბლიოგრაფია.

ტესტი


1. ჩამოთვლილთაგან, რომელ ენათა ჯგუფს განეკუთვნება ქართული ენა?
    ა)იბერიულ-კავკასიურს;   ბ)ინდოევროპულს;   გ)სემიტურს;   დ)კავკასიურს;
        
2. „ავადმყოფი - სნეული“    ლექსიკონის რომელ ტიპში შეიტანდით ამ განმარტებას?
    ა)ორთოგრაფიული;         ბ)სინონიმთა;         გ)ეტიმოლოგიური;         დ)ტერმინოლოგიური;

3. ჩამოთვლილთაგან, რომელი განმარტებაა მართებული?
    ა)პიქტოგრაფიული დამწერლობა გრაფიკულ ნიშანს იყენებს ცნების, სიტყვის, მარცვლის
    გადმოსაცემად;
    ბ)პიქტოგრაფიული დამწერლობა სურათების, ნახატების ერთობლიობით რაიმე შინაარსს
    გადმოსცემს;
    გ)პიქტოგრაფიული დამწერლობა სურათების, ნახატების ერთობლიობით ცნებას  გადმოსცემს;
    დ)პიქტოგრაფიულია დამწერლობა, რომელშიც თითოეულ ბგერას თავისი გრაფიკული ნიშანი
     შეესაბამება;

4. ჩამოთვლილთაგან, რომელმა სიტყვამ შეიცვალა მნიშვნელობა დღევანდელ ქართულში?
    ა)მოხუცი;          ბ)შეურაცხადი;                გ)მეცნიერი;               დ)მრუმე;
5. აღნიშნეთ, რომელია  მორფოლოგიურად არასწორი ფორმა:
    ა)მოთხოვა;           ბ)დასჭირვებია;         გ)გონება-მახვილი;;           დ)ქინძის თავი;

6. ჩამოთვლილთაგა, რომელი წყვილი არ ამტკიცებს, რომ თანდებულები ოდესღაც  დამოუკი-
    დებელი  მნიშვნელობის მქონე სიტყვები იყო და შემდეგ გადაიქცა ბგერათკომპლექსებად?
    ა)ქუეყანასა ზედა;            ბ)სახლსა შიგან;          გ)მოყუასისა  წინ;         გ)ვითარცა კაცი;

7. შემოხაზეთ მართებული ფორმა:                                                                  
    )ესტან დარეჯანი;         )რუსთაველი;        )ო.მურჯიკნელი;       )დემპირველი.                            

8.ჩამოთვლილთაგან, რომელი წინადადებაა სინტაქსურად გაუმართავი?
    ა)გიგლამ ტოტებიდან ბევრი შეშა დაამზადა;    ბ)მოემზადეთ ღირსეულად სიკვდილისთვის!
    გ)კიდევ უფრო ავამაღლოთ დისწიპლინა;          დ)გუგუა ხევისგან მოჰკვეთეს.
                                                      
9. აღნიშნეთ, ჩამოთვლილთაგან,  რომელია  ორთოგრაფიულად მართებულიფორმა:                                                                                                                                                               
    ა)ჭახ-ჭახი;  ბ)ბახა  ბუხი;  გ)კისკისი;  დ)აყალ-მაყალი;

10. ჩამოთვლილთაგან, რომელია მიზნის გარემოებითი დამოკიდებული წინადადება?
      ა)სახლში მივიდა, რადგან წიგნი ჰქონდა ასაღები;             ბ)სახლში მივიდა, რათა წიგნი აეღო;
      გ)ა)სახლში მივიდა  ასაღებად;                                                დ)სახლში მივიდა, რადგან წიგნი  აეღო;
11. აღნიშნეთმიმართვის ჩამოთვლილი ფორმებიდან რომელიასწორი:                                
      )ხატიავ;    )ოთარი;    )მებონიავ;    )თამაზ.                                         
12. აღნიშნეთ, ჩამოთვლილთაგან  რომელია  არასწორი  ფორმა:                                                                
      )ჩემს წინ;    )ჩემ შემდეგ;    )ჩემს სახლში;    )ჩემ  გარშემო;
13. გათვითცნობიერებული თუ გაცნობიერებული?    (ჩასვით მრავალწერტილის  ნაცვლად)                            მას კარგად აქვს .......................................................... თავისი უფლება-მოვალეობანი.
14. აღნიშნეთ, ჩამოთვლილთაგან  რომელია  არასწორი  ფორმა:
      ა)სჭექდა;                ბ)ჰქუხს;                    გ)შემოსძარცვოდა;                      დ)დასჭრa;  

15. აღნიშნეთ, ჩამოთვლილთაგან, რომელია რიცხვნაკლი ზმნის მიმღეობა:
      ა)დამხატველი;         ბ)დამჯდარი;               გ)დამპალი;              დ)გაქცეული;                                       
15. აღნიშნეთ, ჩამოთვლილთაგან, რომელია რიცხვნაკლი ზმნის მიმღეობა:ა)დამხატველი;         ბ)დამჯდარი;               გ)დამპალი;              დ)გაქცეული;                                       

საატესტატო გამოცდის დავალებათა ნიმუშები ქართული ენა და ლიტერატურა 1. რომელი სტილის ნიმუშია მოცემული ტექსტი? ფუტკრები (Apoidea), მწერების ზეოჯახი სიფრიფანასებრთა რიგისა, შეიცავს რამდენიმე ოჯახს. ფუტკრის სხეულის სიგრძე 1,5 მმ – 5 სმ აღწევს. აქვს მლოკავ-მღრღნელი პირის აპარატი; უმრავლესობის ქვედა ყბა და ქვედა ტუჩი წაგრძელებულია ხორთუმად. სხეული მოფენილია ბუსუსებით. მრავალი ფუტკრის უკანა კიდურების წინა ნაწევარი გარდაქმნილია „კალათად“, რომელშიც ფუტკარი გრძელი ბუსუსების მეშვეობით აგროვებს ყვავილის მტვერს. მუცლის ბოლოზე განვითარებულია ნესტარი ანუ საწერტელი. ა) მხატვრულის. ბ) ოფიციალურ-საქმიანის. გ) პუბლიცისტურის. დ) სამეცნიეროსი. 2. რომელი არ არის სინონიმები? ა) ალპინისტი - მთამსვლელი. ბ) არქიტექტურა - ხუროთმოძღვრება. გ) ბიბლიოთეკა - წიგნთსაცავი. დ) კომეტა - თანამგზავრი. 3. რომელ წინადადებაში არ არის სტილისტური ხარვეზი? ა) ამერიკელმა რეჟისორებმა ამ თემაზე ორი მხატვრული ფილმის გადაღება აწარმოეს. ბ) არქეოლოგიურ გათხრებს ქართველი და გერმანელი მეცნიერები ერთად აწარმოებენ. გ) გასულ წელს ახალშექმნილმა კომპანიებმა 10 მილიონი ლარის პროდუქცია აწარმოეს. დ) ექიმები მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის სამედიცინო შემოწმებას აწარმოებენ. 4. რომელი მეტყველების ნაწილია ხაზგასმული სიტყვა? ახალგაზრდებმა ამ დავალებას თავი ვერ გაართვეს. ა) ზმნიზედა. ბ) კავშირი. გ) ნაწილაკი. დ) შორისდებული. 5. რომელია სწორი? ა) თხუთმეტიათას რვაას ოცდაცხრამეტი. ბ) თხუთმეტიათას რვაასოცდაცხრამეტი. გ) თხუთმეტი ათას რვაასოცდაცხრამეტი. დ) თხუთმეტი ათას რვაას ოცდაცხრამეტი. 6. რომელია არასწორი ფორმა? ა) ააღორძინებს. ბ) აუღმართავს. გ) აღნიშნავს. დ) აღუზრდის. 7. რომელია არასწორი ფორმა? ა) გალახავს. ბ) გაფხიკავს. გ) გარეცხავს. დ) გაფანტავს. 2 8. რა ტიპის არის წინადადება: კარგად თუ დააკვირდებით, აუცილებლად დაინახავთ ვიწრო ბილიკზე მიმავალ მგზავრს. ა) მარტივი. ბ) შერწყმული. გ) რთული თანწყობილი. დ) რთული ქვეწყობილი. 9. იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამებაში“ ვკითხულობთ: „და ვითარ მოიწია აღვსებისა ორშაბათი და მოვიდა პიტიახში ბრძოლისა მისგან ჰონთაისა, ეშმაკი თხრიდა გულსა მისსა“. რას ნიშნავს „ეშმაკი თხრიდა გულსა მისსა“? ა) ეშმაკი განეშორა. ბ) ეშმაკი დაიმორჩილა. გ) ეშმაკი შვებას ჰგვრიდა. დ) ეშმაკი ჰყავდა შეჩენილი. 10. იოვანე საბანისძის თხზულებაში „აბო თბილელის წამება“ მსაჯული აბოს ეკითხება: „რაი ეგოდენი სიტკბოებაი გაქუს ქრისტეის შენისაგან, რომლითა სიკუდიდცა არა გეწყალოს თავი შენი“? რა უპასუხა აბომ მსაჯულს? ა) ვერც ერთი მაჰმადიანი ამას ვერ გაიგებსო. ბ) ირწმუნე ქრისტეს მოძღვრება და თვითონ გაიგებო. გ) რაკიღა ერთხელ ვაღიარე ქრისტე, რწმენას ვეღარ დავთმობო. დ) როგორც არ უნდა ეცადო, მაინც ვერ გაიგებო. 11. გიორგი მერჩულის თხზულებაში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ გრიგოლი ეუბნება ეფრემს: „ეფრემ სანატრელო... უმანკოო გულითა და წრფელო გონებითა. და შენ უწყი, ვითარ ღმერთსა ებრძანა კათალიკოსობაი არსენისი“. რით ასაბუთებს გრიგოლ ხანძთელი არსენის გაკათალიკოსების აუცილებლობას? ა) ამით არსენის სურვილი დაკმაყოფილდებაო. ბ) ამით ეკლესიის ღირსება ამაღლდებაო. გ) ამით ღვთის ნება აღსრულდებაო. დ) ამით შენ პატივი მოგემატებაო. 12. დატყვევებული ნესტან-დარეჯანი ტარიელს სწერს: „შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალი არ მეგონე; ჩემი მეთქვა: გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე; აწ რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვმონე, ჩემი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა შევაწონე“. ნესტანის რა სულიერი მდგომარეობა ჩანს სტრიქონში: „ჩემი მეთქვა: გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე“? ა) იმედიანობა. ბ) სასოწარკვეთილება. გ) სინანული. დ) შეუპოვრობა. 3 13. გაიხსენეთ დავით გურამიშვილის „სწავლა მოსწავლეთა“. რა არის ის, რასაც ადამიანს ვერავინ წაართმევს? ა) გვარიშვილობა. ბ) ვაჟკაცობა. გ) სილამაზე. დ) ცოდნა. 14. ყურადღებით წაიკითხეთ ნაწყვეტი ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსიდან „გოგჩა“: „მაგრამ რა?! დროსა მსვრელის ცელით, ყოვლთა წარმწყმედით, ციურთა მჯობი მშვენებლობაც სხვათებრ მოსთვლილა!“ რა მხატვრული საშუალებაა „დროის მსვრელი ცელი“? ა) ალიტერაცია. ბ) გაპიროვნება. გ) მეტაფორა. დ) ჰიპერბოლა. 15. ყურადღებით წაიკითხეთ ნაწყვეტი გრიგოლ ორბელიანის ლექსიდან „საღამო გამოსალმებისა“: „ან მე უგუნურს, რად მრწამდა ბედისა დაუსრულება? აწ დავჰშთი მარტოდ... მშვიდობით! შენს გულს ნუ ჰშორდეს მშვიდობა!“ რა არის მოცემული ტექსტის სათქმელი? ა) ადამიანმა უგუნური გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს. ბ) ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ აუცილებლად მარტო დარჩება. გ) ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ბედნიერება უსასრულო არაა. დ) უგუნური ადამიანი მუდამ ბედის წყალობას ელოდება. 16. ყურადღებით წაიკითხეთ ნაწყვეტი ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსიდან „რად ჰყვედრი კაცსა...“: „თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს, მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს. მხოლოდ კავშირი ესრეთ სულთა ჰშობს სიყვარულსა, ზეგარდმო მადლით დაუხსნელად დამტკიცებულსა!“ ავტორის აზრით, რა ბადებს ჭეშმარიტ სიყვარულს? ა) ზეციურ ძალთა ნება. ბ) მშვენიერ სულთა კავშირი. გ) ურთიერთობა და დრო. დ) შემთხვევითობა და ბედისწერა. 17. ყურადღებით წაიკითხეთ ნაწყვეტი ილია ჭავჭავაძის პოემიდან „განდეგილი“: „განუდევნია გულიდამ ყველა მსოფლიო ზრახვა, ფიქრი, წადილი, რათა წარუდგეს უფლისა მსჯავრსა სულით განწმენდილ და განბანილი“. რა მიზნით დათმო წუთისოფელი განდეგილმა? ა) ამქვეყნიური სევდა გადაეყარა გულიდან. ბ) რათა სულიერი სრულყოფისათვის მიეღწია. გ) საკუთარი ზრახვები გულში ჩაეკლა. დ) საკუთარ ფიქრებთან განმარტოება შეძლებოდა. 4 18. გაიხსენეთ აკაკი წერეთლის პოემა „გამზრდელი“. როგორ შეაფასა ბათუმ საფარ-ბეგის გადაწყვეტილება ცხენის მოპარვის შესახებ? ა) აზრის გამოთქმას მოერიდა. ბ) მოუწონა ძუძუმტეს განზრახვა. გ) ტრადიციის დაცვად მიიჩნია. დ) უღირს საქმედ მიიჩნია. 19. დავით კლდიაშვილის მოთხრობაში „სამანიშვილის დედინაცვალი“ ვკითხულობთ: „მართალია, პლატონმა აღუთქვა მომაკვდავს მისი ნების ასრულება, მაგრამ ბეკინა ადვილად ატყობდა, გრძნობდა, რომ გულწრფელად არ ჰპირდებოდა... და ბეკინა არ შემცდარა, რომ ისეთი წინათგრძნობა ჰქონდა“. ბეკინას რა წინათგრძნობა ახდა მისი სიკვდილის შემდეგ? ა) პლატონი ძმას საერთოდ არ ნახულობდა. ბ) პლატონი ძმას სასტიკად ჩაგრავდა. გ) პლატონი ძმას ყველგან მფარველობდა. დ) პლატონი ძმის მიმართ გულგრილი იყო. 20. მიხეილ ჯავახიშვილის რომანში „ჯაყოს ხიზნები“ ვკითხულობთ: „კარგა ხანს იდგა გალაჯული ჯაყო ტროტუარზე. გზას აღარავის არ აძლევდა, არავის არ ერიდებოდა, კეტის სისქე კომბალს ანჯღრევდა, ხარხარებდა, რახრახებდა და იქადნიდა: – ფეხებზე გკიდია მეთქი ყველანი ჯაყოსა!“ ჯაყოს ხასიათის რა კონკრეტული თვისება ჩანს ტექსტის ამ მონაკვეთში? ა) თავხედობა. ბ) ლაჩრობა. გ) სიხარბე. დ) წინდაუხედაობა. პასუხები: 1. დ); 2. დ); 3. გ); 4. გ); 5. დ); 6. ბ); 7. ბ); 8. დ); 9. დ); 10. ბ); 11. გ); 12. ბ); 13. დ); 14. გ); 15. გ); 16. ბ); 17. ბ); 18. დ); 19. ბ); 20. ა). 

გაასწორეტ სტილისტური ხარვეზი:

1.განათლების მინისტრმა განაცხადა/განცხადება გააკეთა 
,რომ სკოლებში დაინიშნებიან მანდატურები.
2. ანაზღაურება ყველას ეპატარავება/ეცოტავება
.
3. ხე–ტყის უკანონოდ გაყიდვისათვის რამდენიმე მეტყევე პატიმრობაში აიყვანეს/დააპატიმრეს 
.
4. ფინანსთა მინისტრი სიტყვით გამოვიდა/სიტყვაში გამოვიდა 
.
5. შავი ზღვის სანაპიროზე ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდებაო/კვლავ ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდებაო 
.
6. ბევრ ახალგაზრდას აქვს მუშაობის სურვილი/სურს მუშაობა 
.
7.ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად ფასიც დიდდება/იზრდება 
.
8.ასეთ რამეს მათს ოჯახში ადგილი არ ჰქონია/ასეთი რამ მათს ოჯახში არ მომხდარა 
.