воскресенье, 11 февраля 2018 г.

ემილ ზოლა-,,აბე მურეს შეცოდება
,,აბე მურეს შეცოდებაზოლას რიგით მეხუთე ნაწარმოებია ,,რუგონ-მაკარებიდან”. ეს სახელი მან თავის რომანების ციკლს უწოდა. ,,აბე მურეს შეცოდება”  მიმართულია ქრისტიანული ასკეტიზმის წინააღმდეგ. როგორც ზოლას შემოქმედებას სჩვევია, ეს რომანიც ბევრმა დაგმო და გაკიცხა. ავტორს ბრალად სდებდნენ ანტირელიგიურ გამოხდომებს, ქრისტიანული მორალის წინააღმდეგ ბრძოლას და სხვ.fauteabbe
რომანის მთავარი პერსონაჟი აბე მურე ასკეტიზმის გულმოდგინე დამცველი იყო. რომელსაც სიყმაწვილეში ჩაუხშეს ბუნებრივი მიდრეკილებები. იგი თავის სიყვარულს მხოლოდ ღვთისმშობლის მიმართ ამჟღავნებდა. ისიც თავის გონებაში, ყველასგან ფარულად. ერთ ღამეს მღვდელი ცხელებით დაავადდა. ექიმმა პასკალმა ერთ მიტოვებულ ბაღში გადაიყვანა, სადაც მომვლელად 16 წლის ალბინე მიუჩინა.La faute de labbe Mouret t1მურე ნელ-ნელა გამოჯანმრთელდა. ალბინე და სერჟი მთელ დღეებს ბაღში ატარებდნენ. ბავშვებივით ერთობოდნენ და ერთმანეთს სიყვარულს ეფიცებოდნენ. ავადმყოფობის შემდეგ კი მურეს ძალა, მამაკაცობა დაუბრუნდა. მისმა ბიოლოგიურმა გრძნობებმა მაინც იჩინა თავი. მან ღმერთს შესცოდა, აღთქმა გატეხა. ეს ყოველივე მას შემდეგ გააცნობიერა, რაც გატეხილი გალავნიდან თავისი სოფელი დაინახა. მოაგონდა წარსული, ბავშვობა,ასკეტიზმი. იგი დაბრუნდა სოფელში და თავისი საქმიანობა განაგრძო. ალბინეს ყოველთვის ჰქონდა მისი დაბრუნების იმედი, ერთხელაც აბე დაბრუნდა ,,პარადუშიმაგრამ ამ ბაღმა მასში ვერანაირი გრძნობა და ემოცია ვერ აღძრა. საბოლოოდ სასოწარკვეთილი და ორსული ალბინე თავს იკლავს. მე მეგონა, რომ ალბინეს სიკვდილი აბე მურეში უფრო მეტ ემოციას და გულისტკივილს გამოიწვევდა. მინდოდა რომანი ლოგიკურად დასრულებულიყო, ანუ მურე შემოებრუნებინა ყოველდღიური ყოფისკენ. რეალურად უფრო მეტი სინანული უნდა გამოეხატა საყვარელი ქალის დაღუპვის გამო. ეს ნაწარმოები საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ილიას ,,განდეგილთანშეგვიძლია პარალელის გავლება.