вторник, 13 марта 2018 г.

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
                 ილია ჭავჭავაძის ,,განდეგილი”.
ადამიანის არსებობისა და დანიშნულების საკითხი-სად არის ,,გზა ხსნისა?“-პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
სწავლების საფეხური  .კლასი          
საშუალო საფეხური .   მე-11კლასი
საგანი და მასწავლებელი     
ქართული ენა და ლიტერატურა-ლია ჩხაიძე
მოსწავლეთა პროფილი
27  მოსწავლე .
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები  გაანალიზებენ განდეგილობის არსსა და მნიშვნელობას.
გამოკვეთენ ნაწარმოებში დასმულ  პრობლემას და იმსჯელებენ ამ პრობლემის მოგვარების შესაძლო ალტერნატივებზე.
დაიცავენ დისკუსიის წესებს და განუვითარდებათ აქტიური მოსმენის, თანამშრომლობის,კომუნიკაციის,არგუმენტირებული მსჯელობისა  და კრიტიკული აზროვნების უნარი.
გაკვეთილის მიზნები
ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
ქართ. XI. 3. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელი საშუალებები.
ქართ. XI. 7. მოსწავლეს შე-უძლია მხატვრული ნაწარმოების ენობრივი საშუალებების გაანალიზება მათი ფუნქციონირების თვალსაზრისით.
ქართ. XI. 8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
შედეგები და ინდიკატორები.
·      ისმენს გამოსვლებს, მათში გამოთქმულ მოსაზრებებს, ახალ ინფორმაციას, დოკუმენტურ მასალას და გამოთქვამს საკუთარ შეხედულებას.
·      გამოაქვს დასკვნა როგორც საკუთარი, ისე სხვების მსჯელობიდან.
·      ამოიცნობს და მართებულად იყენებს აუდიტორიაზე ზემოქმედების სხვადასხვა ხერხს: გულწრფელობისა და პირდაპირობის ეფექტის შექმნა ("მე თუ მკითხავთ...", „სიმართლე რომ თქვას კაცმა...“, „რაც მართალია, მართალია...“), ფაქტებითა და არგუმენტებით იერიში, ფაქტების და არგუმენტების მარჯვედ / ეფექტურად გამოყენება და ა. შ.;
·      არ არის ზედმეტად კატეგორიული და საკუთარი მოსაზრებების გამოხატვისას იყენებს ისეთ ფრაზებს, რომლებიც მრავალმხრივი ინტერპრეტაციის შესაძლებლობაზე მიანიშნებს: „მეორე მხრივ...“, „თუმცაღა...“, „შესაძლოა...“, „დაგეთანხმებით, მაგრამ...“, „მიუხედავად ამისა...“;
·      აუდიტორიაზე ზემოქმედებისა და დამაჯერებლობის მისაღწევად ცდილობს თავისი გამოსვლის ბოლოს კიდევ ერთხელ ხატოვნად და ეფექტურად გაიმეოროს მთავარი სათქმელი.
·      მსჯელობს მხატვრული ნაწარმოების სტილის განმსაზღვრელი ენობრივი ფიგურების ფუნქციის შესახებ
·      განსაზღვრავს კითხვის მიზანს და იყენებს შესაბამის სტრატეგიებს: მოინიშნავს საკითხებს, რომელთა დაზუსტებას, უკეთ გაცნობას ისურვებდა მომავალში, განიხილავს ეპოქის შესახებ მისთვის ნაცნობ ინფორმაციას;
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს მე-10 კლასში უკვე შესწავლილი აქვთ გიორგი მერჩულეს ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“,აკაკი წერეთლის ,,თორნიკე ერისთავი“,ამდენად იცნობენ განდეგილთა ცხოვრების წესს.შევისწავლეთ ილია ჭავჭავაძისგანდეგილი.საზღვარგარეთული ლიტერატურიდან წაკითხული აქვთ ემილ ზოლას ,,აბე მურეს შეცოდება“.ამ ტექსტებზე დაყრდნობით იმსჯელებენ ასკეტიზმის შესახებ.
შეფასების საგანი და
პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან  განმსაზღვრელი,განმავითარებელი შეფასებით,ფოკუსირებული დაკვირვებით.
შეფასდება:
·        მოსწავლეთა მიერ ტექსტის სიღრმისეული ცოდნა.
·        მოსწავლეთა მიერ არმოდგენილი  არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების დამაჯერებლობა.
·          დისკუსიის წესების დაცვა  
სასწავლო მასალა და  ტექნიკური რესურსები.
·         სახელმძღვანელო-ქართული ენა და ლიტერატურა:ნანა ღონღაძე,ნათელა მაღლაკელიძე.
·         ამონარიდები შემდეგი წერილებიდან:
ü  აკაკი ბაქრაძის წერილი ,,გზა ხსნისა“.
ü  კიტა აბაშიძე-,,ეტიუდები-მე-19 ს-ის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“
ü    მარიამ ნინიძის ,,დაცარიელებული ბეთლემი“ და ,,მადლის წყარო“
ü    ტარიელ ფუტკარაძე-,,გლოვის ღელე“.
·         დაფა,  ცარცი, ფურცლები,ფორმატი,მოსწავლეთა მიერ შექმნილი პოსტერები,კომპიუტერი, პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა,დრო,ორგანიზება
 საორგანიზაციო საკითხები -2წთ
·         მასწავლებელი ესალმება კლასს,აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს.
·         აცნობს გაკვეთილის მიზნებს,თუ რა მეთოდებს და რესურსებს გამიყენებს მიზნის მისაღწევად
·         რა შედეგს ელის გაკვეთილის ბოლოს
·         აცნობს შეფასების ფორმებს
·         კიდევ ერთხელ შეახსენებს შეფასების რუბრიკებს


აქტივობა 1. გამოწვევა - გონებრივი იერიში-2წთ

აქტივობა
მიზანი
ორგანიზების ფორმა
რესურსი
შეფასება
დრო
გონებრივი იერიში.
სავარაუდო კითხვები:
·          რა არის განდეგილობა?
·         როგორია განდგომილთა ცხოვრების წესი?
·         შესწავლილი ნაწარმოებებიდან რომელი ბერების შესახებ გაქვთ ინფორმაცია?
·         რამდენი ბეთლემი გსმენიათ?
·         რას ნიშნავს სიტყვა ,,ბეთლემი“?

(ვიდეო კოლაჟი ბეთლემის მონასტრის შესახებ.ფონად საგალობელი)

წინარე ცოდნის გააქტიურება
მუშაობა მთელ კლასთან
აზრობრივი რუკა-კოგნიტური დიაგრამა.

პროექტორი,
კომპიუტერი.
განმსაზღვრელი,
განმავითარებელი
2 წთ.




აქტივობა 2.საშინაო დავალების უკუგება-5წთ.

აქტივობა
მიზანი
ორგანიზების ფორმა
რესურსი
  შეფასება                    
დრო
1.      ბერის თვალით დანახული წუთისოფელი
2.      მყინვარი-წმინდა მთა
3.      მწყემსი ქალისა და განდეგილის სახეები
4.      სახე-სიმბოლოები ,,განდეგილში“

კოგნიტური დიაგრამის-აზრობრივი რუკის წარმოდგენა.
მსჯელობ მხატვრული ნაწარმოების სტილის განმსაზღვრელი ენობრივი ფიგურების ფუნქციის შესახებ.
მთელ კლასთან
პოსტერი
განმს.
განმავ.

5 წთ.

აქტივობა 3. კრიტიკოსთა ნააზრევის გაცნობა-3 წთ.

აქტივობა
მიზანი
ორგანიზების ფორმა
რესურსი
  შეფასება                    
დრო
კრიტიკოსთა ნააზრევის გაცნობა.
მოსწავლე განსაზღვრავს კითხვის მიზანს და იყენებს შესაბამის სტრატეგიებს: მოინიშნავს საკითხებს, რომელთა დაზუსტებას, უკეთ გაცნობას ისურვებდა მომავალში, განიხილავს ეპოქის შესახებ მისთვის ნაცნობ ინფორმაციას;


მუშაობა წყვილებში
ამონარიდები  წერილებიდან
განმავითარებელი
3 წთ

აქტივობა  4.-დისკუსია თემაზე : გმობს თუ იწონებს  ილია განდეგილობას?– 20 წთ.

აქტივობა
მიზანი
ორგანიზების ფორმა
რესურსი
  შეფასება                    
დრო

დისკუსია:

პრობლემის გამოკვეთა/იდენტიფიცირება;
პრობლემის გამომწვევი მიზეზები;
პრობლემის გადაჭრის შესაძლო ვარიანტები.


მოსწავლე ისმენს გამოსვლებს, მათში გამოთქმულ მოსაზრებებს, ახალ ინფორმაციას, დოკუმენტურ მასალას და გამოთქვამს საკუთარ შეხედულებას, თუ რამდენად დამაჯერებელია  მათში გამოთქმული ჰიპოთეზები და ვარაუდები;
გამოაქვს დასკვნა როგორც საკუთარი, ისე სხვების მსჯელობიდან და შენიშნავს მსგავსება-განსხვავებას;


მთელ კლასთან
ამონარიდები წერილებიდანტექსტი,
ჩანაწერები.
განმ.განმავ.ფოკუსირებული დაკვირვება.
20წთ.

აქტივობა 5 .- მასალის შეჯამება -5წთ

აქტივობა
მიზანი
ორგანიზების ფორმა
რესურსი
  შეფასება                    
დრო
მოსწავლის თვითშეფასება:
1.რა გავიგე  ამ გაკვეთილიდან?
2.რომელი სტრატეგიები დამეხმარა?
3.რომელი  უნარები განმივითარდა?
მეტაკოგნიტური უნარის განვითარება
საერთო საკლასო მუშაობა

განმს.
განმავ.
3 წთ.
საშინაო დავალება
სად არის გზა ხსნისა?-ესე