пятница, 10 октября 2014 г.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

Curriculum-Framing Questions


დასვით სწორი კითხვები

დამაინტრიგებელი, ღია კითხვების დასმა ეფექტური გზაა სწავლისათვის მნიშვნელოვანი საფუძვლის შესაქმნელად და მოსწავლის წასახალისებლად, რომ მან უფრო ღრმად გაიზროს საკითხი. როდესაც მოსწავლეებს ისეთ კითხვებს უსვამენ, რომლებზეც პასუხის პოვნა მათ ნამდვილად აინტერესებთ, ისინი ერთვებიან პროექტში. როდესაც კითხვები ეხმარებათ მათ, რომ დაინახონ კავშირი საგანსა და მათ ცხოვრებას შორის, სწავლას მნიშვნელობა ენიჭება. სწორი კითხვების დასმით ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს, რომ გახდნენ უფრო მოტივირებულები და აწარმოონ თვითრეგულირება. მაგრამ რომელია სწორი კითხვა?

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ქმნიან სტრუქტურას მთელი პროექტის მანძილზე ორგანიზებული გამოკითხვისათვის და ავითარებენ აზროვნებას ყველა დონეზე. ისინი აბალანსებენ პროექტში შინაარსის გაგებასა და დამაინტრიგებელი თუ მყარი იდეების შექმნას, რაც სწავლას მოსწავლეებისათვის რელევანტურს ხდის. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები გზას უკვალავენ საკითხის შესწავლას და მოიცავენ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.

ზოგადი და თემატური კითხვები სწავლას მნიშვნელობას სძენენ. ისინი ეხმარებიან მოსწავლეებს, რომ შეიცნონ მიზეზები (რატომ?) და გზები (როგორ?), ხელს უწყობენ კვლევასა და დისკუსიებს. მათი მეშვეობით მოსწავლეები ახდენენ ნასწავლის პერსონალიზაციას და საკითხის გაგებას. კარგი ზოგადი და თემატური კითხვები მოსწავლეებისგან კრიტიკულ აზროვნებას, ცნობისმოყვარეობის გაღვიძებას ითხოვენ და ავითარებენ პროგრამით გათვალისწინებული საკითხების გამოკითხვის მიდგომას. ამგვარ კითხვებზე პასუხის გასაცემად მოსწავლეებმა სიღრმისეულად უნდა შეისწავლონ საკითხი და შექმნან მათეული ახსნა და პასუხები იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მოაგროვეს.

შინაარსობრივი კითხვები ეხმარება მოსწავლეებს, რომ განსაზღვრონ "ვინ", "რა", "სად" და "როდის", ასევე ხელს უწყობენ არსებით და თემატურ კითხვებს, რადგან უზრუნველყოფენ დეტალების გაგებაზე ფოკუსირებას. ისინი ეხმარებიან მოსწავლეებს, რომ ფოკუსირდნენ ფაქტობრივ ინფორმაციაზე, რომელიც აუცილებლად უნდა ისწავლონ, რათა დააკმაყოფილონ კონტენტის მრავალი სტანდარტი და მიაღწიონ სასწავლო მიზნებს.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ერთმანეთზეა აგებული. შინაარსობრივი კითხვები ხელს უწყობს პროექტის კითხვებს, ორივე კი ხელს უწყობს არსებით კითხვებს. არსებითი კითხვები ხშირად ყველაზე დამაინტრიგებელია და პირველს მას მიმართავენ. ქვემოთ ჩამოთვლილი კითხვები აჩვენებენ მათ ურთიერთკავშირს.
ზოგადი კითხვები
  • რატომ გვჭირდებიან სხვა ადამიანები?

თემატური კითხვები
  • ჩვენი საზოგადოებრივი მუშაკებიდან რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი?
  • რომელი საზოგადოებრივი მუშაკი მოგწონთ ყველაზე მეტად?

შინაარსობრივი კითხვები
  • ვინ არიან საზოგადოებრივი მუშაკები?
  • რას აკეთებენ საზოგადოებრივი მუშაკები?

ზოგადი კითხვები:

  • წარმოადგინეთ დიდი, მყარი იდეები, რომლებიც კვეთენ ყველა საგანს. ისინი წარმოადგენენ ხიდს მრავალ საკითხს, საგანსა ან წლის მანძილზე სასწავლ მასალას შორის.
  • მიიღეთ ბევრი პასუხი. ამ კითხვებზე პასუხის პოვნა წიგნში შეუძლებელია. ისინი ცხოვრებისეული კითხვებია. ხშირად ისინი ცხოვრების კითხვებია, მაგალითად: "ჩემი ძმის დარაჯი ხომ არ ვარ?"  
  • მიიპყარით მოსწავლეების ყურადღება და უბიძგეთ მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენებისკენ; ასეთი კითხვები მოსწავლეებს უქმნიან გამოწვევებს, რომ გაანალიზონ თავიანთი ცოდნა, ღირებულებები და ახსნან მათი გამოცდილება.

თემატური კითხვები:

  • ეს ღია კითხვები მოსწავლეებს იდეების გამოთქმას სთავაზობს იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება თემას, საგანს ან შესასწავლს მასალას. სხვადასხვა საგნის მასწავლებლების გუნდი თავიანთ უნიკალურ თემატურ კითხვებს იყენებს, რომ ხელი შეუწყონ ერთ საერთო ზოგად კითხვას, რომელიც აქვს გუნდის ყველა წევრს.
  • წარმოაჩენენ პრობლემას და ხელს უწყობენ დისკუსიის დაწყებას ზოგადი კითხვის ხელშესაწყობად. მაგალითად: როგორ დავეხმაროთ შიმშილობის პრევენციასა და აღმოფხვრას?
  • წაახალისებს კვლევას, აღვიძებს და ანარჩუნებინებს ინტერესს, ასევე უნიკალური პასუხებისა და შემოქმედებითი მიდგომის საშუალებას იძლევა. ისინი აიძულებენ მოსწავლეებს, რომ მოახდინონ ფაქტების დამოუკიდებლად ინტერპრეტირება.

შინაარსობრივი კითხვები:

  • ტიპიურად აქვთ მკაფიო პასუხი ან სპეციფიური "სწორი" პასუხი და განეკუთვნებიან ე. წ. "დახურული" კითხვების კატეგორიას.
  • შეესიტყვება საგნობრივ სტანდარტებს და სწავლის მიზნებს, ხელს უწყობს ზოგად და თემატურ კითხვებს.
  • ავარჯიშებენ მოსწავლეებს ფაქტზე დაფუძნებული ინფორმაციის დამოწმებაში. ხშირად მოსწავლეებისაგან ითხობენ პასუხს ვინ, რა, სად და როდის კითხვებზე. მაგალითად:"რას ნიშნავს შიმშილი?"
  • საჭიროა ცოდნა და მიხვედრილობა პასუხების გასაცემად.

წყარო

Wiggins, G. and McTighe, J. (2001). Understanding by design. New Jersey: Prentice-Hall, Inc.

Комментарии: 0:

Отправить комментарий

Подпишитесь на каналы Комментарии к сообщению [Atom]

<< Главная страница