суббота, 12 декабря 2015 г.

ზმნისწინთა მართლწერა
ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
ღნიშნე; განაგრძე; ათაისუფლებს; ახორციელებს; აზოგადებს
რას ნიშნავს ზმნისწინი
ზ მ ნ ი ს წ ი ნ ი = ზმნის წინა ნაწილი. ერთ ან ორმარცვლიანი ელემენტი, რომელიც ზმნას თავში დაერთვის.
ზმნისწინებია: მი, მო,ა (აღ), ჩა, და, შე, გა ( გან), გადა, წა, ამო ( აღმო), ჩამო, შემო, გამო, გადმო, წამო
რატომ ვუშვებთ შეცდომებს?
თანამედროვე ქართულში ახალ ზმნისწინებთან ერთად მათი ძველი „მოძმეებიც მოღვაწეობენ“.
ა -, გა -, წა – ზმნისწინების ძველი ფორმებია აღ -, გან -, წარ;
ძველ და ახალ ზმნისწინთა თანაარსებობა იწვევს მათ აღრევას და აქედან გამომდინარე – ორთოგრაფიულ შეცდომებსაც.
რა უნდა გვახსოვდეს
ზმნისწინებს ვიყენებთ სრულად (გაუთიშველად)
გან  გან – ვ – ათავისუფლე
წარ  წარ – ა – დგენს
აღ აღ – ვ – ნიშნე
  • არ ვიყენებთ ძველი ან მოქმედი ზმნისწინების ნაშთს ( ნარჩენს ) ნ, რ, ღ – ზმნებში – ახორციელებს, ადგენს, ზრდის, ათავისუფლებს…
  • ზმნისწინის გათიშვა ( პირველი სუბიექტური პირის ან ქცევის ნიშნებით) დაუშვებელია!
შეცდომები რომ არ დავუშვათ
ზმნისწინი ან მთლიანად, გაუთიშველად უნდა გამოვიყენოთ, ან მთლიანად მოვაცილოთ ზმნის ფუძეს.
სწორია:
  • ავითარებს, ავითარებდა – განავითარებს, განავითარებდა
  • ასხვავებს, ასხვავებდა – განასხვავებს, განასხვავებდა
  • ასახიერებს, ასახიერებდა – განასახიერებს, განასახიერებდა
  • აღვნიშნავ, აღვნიშნავდი, აღვნიშნე
  • განვაგრძე
  • ახორციელებს, განვახორციელე, განხორციელდა
  • აზოგადებს, განვაზოგადე, განაზოგადა, განზოგადებული, განმაზოგადებელი
  • ათავისუფლებს, ათავისუფლებდა – განათავისუფლა, განათავისუფლებდა, განთავისუფლდა/გათავისუფლდა
დააკვირდით:
სწორ ფორმებში ზმნისწინი მთლიანადაა წარმოდგენილი (განთავისუფლდა) ან მთლიანადვეა მოცილებული (ძირითადად – აწმყო დროში  –  ათავისუფლებს)
გამონაკლისი:
ერთადერთი გამონაკლისი, სადაც პირველი პირის ნიშანი – ვ წინ უსწრებს ზმნისწინს, არის ზმნა ვაღიარებ (ვ + აღ = ვაღიარებ)
ყველა დანარჩენი აღ   ზმნისწინიანი ზმნის პირველი პირის სწორ ფორმებში, ჯერ უნდა დაიწეროს ზმნისწინი, შემდეგ I სუბიექტური პირის ნიშანი (აღ+ვ=აღვნიშნავ)
რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე
ფილოლოგი

სუბიექტის რიცხვის ასახვა ზმნაში
ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
სხვადასხვა საკითხები, ხალხი შეიკრიბნენ, ბევრი წერილები, უამრავი ადამიანები, ყველა წიგნები
წესი:  თუ სუბიექტი მრავლობითშია, ზმნაც მრავლობითში უნდა შეეწყოს:

საკითხები განვიხილეთ
საკითხ-ებ-ი = განვიხილე-
მაგრამ სუბიექტის სიმრავლე ზმნაში არ აისახება, თუ:
  • სუბიექტს სიმრავლის გამომხატველი სიტყვა ( მსაზღვრელი) უკვე ახლავს. სიმრავლის გამომხატველი შეიძლება იყოს რიცხვითი სახელი – ათასი, ბევრი, უამრავი… ნაცვალსახელი – ზოგი, თითოეული, ყველა…
შესაბამისად, სწორია:
ათასი ფიქრი; ბევრი პრობლემა; უამრავი ადამიანი; ზოგი არსება; ყველა წიგნი; სხვადასხვა საკითხი
  • სუბიექტი ებ-იან მრავლობითში მდგომი უსულო სახელია:
მდინარეები ადიდდა; ფოთლები დაცვივდა; კლდეები ჩამოინგრა
გამონაკლისი: თუ უსულო საგანი გასულიერებულია, მოქმედებს იგივე წესი, რაც დასაწყისშივეგაგაცანით ( გასულიერებული საგანი უტოლდება სულიერს!)
მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდნენ
ფოთლები აჩურჩულდნენ
კლდეები გმინავენ
  • სუბიექტი კრებითი სახელია ( სუბიექტის სიმრავლე შინაარსობრივია) – ხალხი, სტუდენტობა, ახალგაზრდობა, ერი, ჯოგი, ხროვა, გუნდი…
ხალხი შეიკრიბა
სტუდენტობა თაკილობდა…
ახალგაზრდობას ემახსოვრება…
არასწორია: სხვადასხვა საკითხები; ბევრი წერილები; უამრავი ადამიანები; ზოგი არსებები; ყველა წიგნები; ხეები ირხევიან; ფოთლები ჩურჩულებს; ხალხი შეიკრიბნენ;
სწორია:      სხვადასხვა საკითხი; ბევრი წერილი; უამრავი ადამიანი; ზოგი არსება; ყველა წიგნი; ხეები ირხევა; ფოთლები ჩურჩულებენ; ხალხი შეიკრიბა.
მომდევნო ბლოგში განვიხილავთ ორი ან მეტი სახელის შემცველი რთული სიტყვებისა და ვინ ნაცვალსახელის თანხლებით გამოხატული მრავლობითის მართლწერას.

ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
მკვლევარის, ტაძარის, ჭიშკარის, ამბავის, მწყერის, დედაბერის, მაჩაბელის, ლიმნის
წესი: კუმშვა ეწოდება ფუძიდან ხმოვნის ამოვარდნას. იკუმშება ა,  და  ხმოვნები.
(ამათგან  ხმოვანი ან საერთოდ იკარგება ( ობოლი-ობლის), ან  – დ გადაიქცევა ( ნიორი-ნივრის).
როგორ სახელებს ეკუმშება ფუძე?
ფუძე შეიძლება შეეკუმშოს სხვადასხვა შედგენილობისა და სხვადასხვა დაბოლოების მქონე სახელებს, მაგრამ უმთავრესად ისეთებს, რომელთაც ფუძე უმთავრდებათ მარცვლებზე:
ალმსხალი ( მსხლის), რძალი(რძლის), წყალი(წყლის), კომბალი(კომბლის), მაყვალი(მაყვლის), გენერალი(გენერლის), მუგუზალი(მუგუზლის), ფორთოხალი(ფორთოხლის), ჭარხალი(ჭარხლის)…
ელ: მღვდელი(მღვდილის), შველი ( შვლის), ბეღელი ( ბეღლის), ბოსელი (ბოსლის), უღელი ( უღლის), სარტყელი ( სარტყლის), ფურცელი ( ფურცლის)…
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს გვარებიწერეთელი და მაჩაბელი.
ორივე გვარი კუმშვადია, მიუხედავად იმისა, რომ საერთო წესის თანახმად, ადამიანთა საკუთარ სახელებს და გვარებს ფუძე არც ეკუმშებათ და არც ეკვეცებათ.
შესაბამისად, სწორია: წერეთლის, მაჩაბლის.
ანბოსტანი ( ბოსტნის), აკვანი ( აკვნის), საგანი(საგნის), დერეფანი(დერეფნის), კიდობანი(კიდობნის), მოედანი(მოედნის), იასამანი(იასამნის), ეჟვანი(ეჟვნით), თიკანი(თიკნის), მარანი(მარნის)…
ენ: ყურძენი ( ყურძნის), ყავარჯენი ( ყავარჯნის), შევარდენი(შევარდნის)…
არ: ზვარი ( ზვრის), აბჯარი(აბჯრის), ამქარი(ამქრის), მკვლევარი(მკვლევრის), ბაზარი(ბაზრის), კელაპტარი ( კელაპტრის), სოვდაგარი ( სოვდაგრის), ფეიქარი ( ფეიქრის), დასტაქარი(დასტაქრის)…
ერ: მტერი ( მტრის), მწყერი (მწყრის), კისერი(კისრის), მეწყერი ( მეწყრის), საცერი ( საცრის), ოფიცერი(ოფიცრის), დედაბერი(დედაბრის)…
ამ: ატამი ( ატმის), ვახშამი ( ვახშმის), წალამი ( წალმის), ლაგამი ( ლაგმის), ქათამი ( ქათმის)...
ემ: ირემი(ირმის), ურემი ( ურმის)…
ოლ: გოდოლი ( გოდლის), ობოლი(ობლის), ფოთოლი(ფოთლის)…
ონ: დიაკონი ( დიაკვნის), მაწონი(მაწვნის), საპონი(საპნის)…
ორ: გოდორი(გოდრის), კოკორი ( კოკრის), მინდორი ( მინდვრის), ნიორი(ნივრის), ქოჩორი(ქოჩრის)…
სახელი „ამბავი“ უნიკალურია, რადგან შეკუმშვისას ხმოვანთან ერთად ის კარგავს თანხმოვანსაც და მხოლობითი რიცხვის სამ ბრუნვაში: ნათესაობითში, მოქმედებითსა და ვითარებითში გვექნება: ამბ-ის, ამბ-ით, ამბ-ად ( და არა ამბავ-ის, ამბავ-ით, ამბავ-ად).
გახსოვდეთ: ზემოთ დასახელებულ მარცვლებზე დაბოლოებული ერთმარცვლიანი თანხმოვანფუძიანი საზოგადო არსებითი სახელები უკუმშველია. კუმშვა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი კომპოზიტების მეორე ნაწილს წარმოადგენენ. შესაბამისად, სწორია დედაბრის, ჭიშკრის;
არსებითი სახელი ლიმონი უკუმშველია;
გარდა ამისა, სიტყვა არ შეიკუმშება, თუ შეკუმშვის გამო ძნელად გამოსათქმელი თანხმოვნები მოიყრის თავს;