воскресенье, 11 февраля 2018 г.

წმ. ილია ჭავჭავაძისგანდეგილისსაღვთისმეტყველოლიტერატურული წყაროს ძიება და ანალიზი

01/12/2014

ავტორიისტორიის დოქტორანტი, დეკანოზი ილია  ჭიღლაძე
 
კარგად ცნობილი ფაქტია, თუ რამხელა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია დიდი ილიას პოემაგანდეგილმადღიდან მისი გამოქვეყნებისა  ლიტერატურის კრიტიკოსთა შორის და ზოგადად ფართო საზოგადოებაში. თითქმის საუკუნენახევარი  გვაშორებს ამ დიდებული პოემის შექმნიდან (1883 .) და ეს აზრთა სხვადასხვაობა არ ცხრება: მასში ხედავდნენ და ხედავენ: 1. პესიმიზმის ქადაგებას (ესტატე ბოსლეველი, დავით კეზელი, კონსტანტინე გამსახურდია); 2. ბერმონაზვნობის (ანუ ამა სოფლიდან განდგომის) კრიტიკას და უარყოფას (კიტა აბაშიძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, გრიგოლ კიკნაძე, გურამ ასათიანი); 3. განდეგილის დაცემა გაიაზრეს საქართველოს დაცემად (მარჯორი უორდროპი, აკაკი ბაქრაძე, ფატი ფირუაშვილი; ეს მომენტი ჩვენი აზრით სავსებით მართებულად გამორიცხა ნათელა ჩიტაურმა, იხ. მისი :„კვლავ ილიასგანდეგილისშესახებ“, ლიტერატურული ძიებანი 2002 №22; ჩვენის მხრივ კი დავამატებთ: განდეგილი კი არ დაეცა მხოლოდ, დამარცხებული ასრულებს ცხოვრებას, საქართველოს დანახვა განდეგილში ეროვნულპატრიოტული მოტივისათვის სრულიად მიუღებელი  ალეგორიაა); 4. სულიერი იდეალების და  ხორციელ გრძნობათა შეჯახებით გამოწვეული ტრაგიზმი (გერონტი ქიქოძე, დიმიტრი უზნაძე); 5. პირველად ყველაზე მართებულადგანდეგილისშინაარსს ჩაწვდა  აკაკი ბაქრაძე, რომელმაც ასე შეაფასა პოემის დედააზრიგანდეგილშიილიას გამოყენებული აქვს ცოდვით დაცემის კლასიკური სიუჟეტი, მაგრამ ამჯერად დაცემა გამოწვეულია რწმენის ღალატით. ამდენადგანდეგილირწმენის ტრაგედიაა. რწმენის ღალატი კი შედეგია ადამიანის გაორებისა და ნებისყოფის სისუსტისა.“  მაგრამ . ბაქრაძემ გაიმეორა რა მარჯორი უორდროპის აზრი განდეგილისა და საქართველოს იგივეობაზე, მცდარ დასკვნებიც გაიმეორა, რითაც გააბუნდოვნაგანდეგილისანალიზი (ბაქრაძის დასკვნებს ძირითად ხაზებში იმეორებს ფატი ფირუაშვილიც).
უპირველასად უნდა ითქვას, რომ პოემაგანდეგილიქრისტიანული სასულიერო ლიტერატურის ერთერთ ჟანრთანასკეტურმისტიკურ მწერლობასთან უმჭიდროეს კავშირშია და პრაქტიკულად ამ ჟანრის თხზულებაა მხატვრული ლიტერატურის ენით გადმოცემული, შესაბამისად, მართებული დასკვნების მისაღებად საჭიროა მისი საღვთისმეტყველო პრიზმით კვლევა. „განდეგილისერთერთ ლიტერატურულ წყაროდ  ნათელა ჩიტაურის მიერ სავსებით სწორად შენიშნულია გერმანელი რომანისტის გეორგ ებერის რომანი, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ილიამ თარგმნა რუსული თარგმანიდან სათაურითრამეთუ კაცი ვარ“. რა თქმა უნდა, ამ აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ რომ ლიტერატურის წყაროს ფესვები უნდა ვეძიოთ ამ თემის (ასკეტურმისტიკური თემა) წყაროშიპატერიკებში, ანუ მამათა ცხოვრებებშიწლების მანძილზე საღვთისმეტყველო ლიტერატურის სისტემატიური გაცნობისას, ჩვენ შემთხვევით წავაწყდით ერთ პატერიკულ თხრობას, რომლის სიუჟეტი და შინაარსი თითქმის იდენტურია ილიას განსახილველ პოემასთან, ესაა მეოთხე საუკუნის ცნობილი ლათინი მართლმადიდებელი საეკლესიო მწერლის, მღვდელ რუფინუსის საეკლესიო ფილოლოგიაში კარგად ცნობილი თხზულებამეუდაბნოე მამათა ცხოვრება“. ამ პატერიკულ ძეგლში თავმოყრილია ავტორის მიერ ეგვიპტეში მოგზაურობის დროს გაგონილი და ნანახი ისტორიები, რომლებიც ძირითადად მის თანამედროვე  ბერმონაზონთა ცხოვრებას ასახავს. ამ   „სულთა მარგებელი თხრობანისდანიშნულება, როგორც ზოგადად სხვა პატერიკებისა,   მორწუნე ადამიანის სულიერი აღზრდა, მისი გაძლიერება ასკეტურ ღვაწლში და სულიერი ბრძოლის სირთულეებში გათვითცნობიერებაა. ამ ნაშრომის პირველსავე თავში („მამისა იოანესათვის“) აღწერილ სხვადასხვა სულიერისტორიულ ამბავთა შორის მოთხრობილია შემდეგი ამბავი: „ კიდევ დიდხანს გვესაუბრებოდა წმინდა იოანე პატივმოყვარეობისა და სხვა სახის ვნებებზე, ბოლოს კი გვითხრაახლა გიამბობთ, რა შეემთხვა ამ მცირე ხნის წინ ჩვენს ერთერთ ძმას. ეს მაგალითი მეტ სიფრთხილეს შეგძენთ სულიერ ცხოვრებაში: აქვე, ჩვენთან, მახლობელ უდაბნოში, ერთი მონაზონი ცხოვრობდადიდი მოღვაწე და მმარხველი. თავის ყოველდღიურ საზრდოს იგი საკუთარი შრომით მოიპოვებდა, სამოღვაწეო ადგილსამყოფელად მღვიმე ჰქონდა გამორჩეული და ამ მღვიმეში განუწყვეტელ ლოცვავედრებას აღავლენდა ღმრთისადმი, ერთი სიტყვით, ყველანაირი სათნოებით იყო შემკული. მაგრამ, საკუთარი წარმატებებით მოხიბლულს, მას მოეჩვენა, თითქოს სრულყოფილებისათვის მიეღწია და ღმრთის შეწევნა აღარეფერში სჭირდებოდა, არამედ მთელი სასოება ამ მოჩვენებით სრულყოფილებაზე ჰქონდა დამყარებული, რომელსაც იგი საკუთარ დამსახურებად მიიჩნევდა. გონების ამგვარი ამაღლება რომ იხილა, კაცთა მოდგმის მტერმაეშმაკმასცადა თავის ბადეში გაეხვია საბრალო მონაზონი. და, აი, ერთხელ, ღამით, იგი მას მშვენიერი ქალის სახით გამოეცხადა: თითქოს უდაბნოში დიდი ხნის უგზოუკვლო ხეტიალისაგან ღონე წართმეოდა, მუხლმოდრეკილი იდგა მღვიმის შესასვლელთან და ბერს შეწყალებას ევედრებოდა. „უდაბნოში შემომაღამდა და გზა ვერ გავიგნე, –ამბობდა იგინება მომეცი, შენი მღვიმის შესასვლელის რომელიმე კუთხეში გავათიო ღამე, რათა მხეცების შესაჭმელი არ გავხდე“. მოყვასისადმი სიბრალულის გრძნობით ძლეულმა ბერმა ქალი მღვიმეში შეიყვანა. „ რა გინდა, რისთვის დაიარებოდი ამ უდაბნოში?“ – ჰკითხა მას. ქალმა მაშინვე შეთხზა ღაღაც ამბავი, თან საუბარში ნელნელა დახვეწილად აპარებდა ქალური ალერსის და მომხიბვლელობის შხამს, – ხან საბრალობელ, უმანკო მსსხვერპლად მოჰქონდა თავი, ხანაც ნაზ, უმწეო არსებად, რომელასაც დაცვა, მფარველობა სჭირდება. თავისი ტკბილი, მიმზიდველი საუბრით მან დაატყვევა საბრალო განდეგილის სული. მერე ნელნელა ხუმრობასა და სიცილზე გადავიდა, კეკლუცურად ეხებოდა ბერის ნიკაპსა და წვერსთითქოსდა პატივისცემისა და მოკრძალების ნიშნად, ბოლოს თავზეც დაუწყო მოფერება. და აი, ქრისტეს მხედარი საბოლოოდ ძლეული აღმოჩნდა, მის გულში ავხორცული ვნებები აბობოქრდნენ. იგი აღარ ფიქრობდა თავის აღთქმებზე, თავის მოწოდებასა, თუ იმ მძიმე ღვაწლზე, რომელიც ღმრთის გულისათვის ჰქონდა გაწეული. აი, გულის სიღრმეში იგი უკვე ეძლევა მრუშობას, მისი ფიქრი და ზრახვა უკვე დანაშაულებრივ კავშირშია უწმინდურ ვნებასთან, ქედდადრეკილი დგას მის წინაშე, „ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმა“. აი, იგი საბოლოო ნაბიჯს დგამს სამარცხვინო საქმის აღსასრულებლად, მაგრამ უეცრად ქალი შემაძრწუნებელი კივილით უსხლტება ხელიდან დამოლანდების მსგავსად ჰაერში ქრება. მაშინ კი ხმაურით იჭრებიან მღვიმეში ბოროტი სულები  და უწყალოდ, შეუბრალებლად დასცინიან მონაზონს: „ახ, ეს შენა ხარ ცამდე ამაღლებულო?! ჰოდა, დაეშვი ახლა ჯოჯოხეთშიიქნებ გონს მოეგო და მიხვდე რას ნიშნავს სიტყვები: „ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი, იგი დამაბლდეს“ (ლუკა 14,11). განდეგილმა ვეღარ გაუძლო ამხელა სირცხვილს, – ის თითქოს უკვე ჭკუიდან შეშლის ჰგავდა, – და გადაწყვიტა, კიდევ უფრო მეტად ეცდუნებინა  საკუთარი თავი, ვიდრე ეს დემონებმა მოახერხეს: იმის ნაცვლად რომ კვლავ სულის მხსნელ ღვაწლს შესდგომოდა, კვლავ განეახლებინა ვნებებთან ბრძოლა და სულთქმით, ლმობიერებით, გულშემუსვრილებით გამოეთხოვა ღმრთისაგან შენდობა, იგი სასოწარკვეთილების უფსკრულში დაინთქა და ყოველგავ ბილწებას და არაწმინდებას მისცა თავი, იმათ მსგავსად, ვისზეც  პავლე მოციქული ბრძანებს: „ რომელთა წარიწირნეს თავნი მათნი და მისცეს ბილწებასა საქმედ არაწმინდებისა ყოვლისა ანგარებისა“ (ეფეს. 4,19). საერო ცხოვრებას დაბრუნებული, იგი ახლა ეშმაკის იარაღადაა ქცეული და გაურბის ყოველგვარ შეხვედრას წმინდა ადამიანებთან, რადგან შიშობს, ვინმემ  სულის მხსნელი რჩევებით კვლავაც სიწმინდისკენ არ მიაქციოს. ცხადია, თუკი მოინდომებს და უწინდებურ კეთილკრძალულ ცხოვრებას დაუბრუნდება, თავდაპირველ მადლსა და ღირსებასაც უეჭველად დაიბრუნებს“. (ამონარიდი მოტანილია შემდეგი გამოცემიდან: იოანე მოსხილიმონარი, ანუ სამოთხე; პრესვიტერი რუფინუსიმეუდაბნოე მამათა ცხოვრება,  თბილისი, 2005, გვ.: 287–290, რუფინუსის თხზულების თარგმანი შესრულებულია  მღვიმევის დედათა მონასტერში რუსული გამოცემიდან Жизнъ пустынных отцев; творение пресвитера Руфина; Сергиев посад; 1898 )
უდავოა, რომ წარმოდგენილი პატერიკის თხრობა სრულიად იდენტურია ილიასგანდეგილისროგორც სიუჟეტის, ისე დედააზრისშეინიშნება მხოლოდ ორი სიჟეტური სხვაობაგანდეგილშიბერი მწუხარების ელდისაგან კვდება, ხოლო პატერიკში იგი საერო ცხოვრებას უბრუნდება, მაგრამ საღვთისმეტყველო აზრით ეს სულიერი სიკვდილია, რომელიც ბევრად მძიმეა ვიდრე თვით ხორციელი სიკვდილი. ილიას პოემის ბერის ფინალი კი მხატვრული ლიტერატურის ბუნებიდან გამომდინარე უფრო დრამატიზებულია და პოეტურ ექსპრესიას და ტრაგიზმს შეიცავს. რჩება კიდევ ერთი საკითხი, ილიას პოემაში განდეგილ ბერთან გამოცხადებული ქალის მისტიკურ წამომავლობაზე ავტორი პირდაპირ არაფერს  არ ბრძანებს, თუმცა  არის პასაჟები, რომლებიც აშკარად გვაგრძნობინებენ რომ გამოცხადებული ახალგაზრდა, ლამაზი ქალი სრულიადაც არაა ფიზიკური არსება. რატომღაც, ნაწარმოების კრიტიკოსთაგან ამ გარემოებასა არავინ მიაქცია ყურადღება, კერძოდ, წმინდა და მართალი ილია ბეთლემის მთის აღწერისას მიანიშნებს ერთ მეტად მნიშვნელოვან  ნიუანსს:
თუ არ ღვთის ღირსი, სხვა ვერვინ თურმე
ამ წმინდა ადგილს ვერ შეეხება,
და თუ შეჰბედავს, მსწრაფლ რისხვა ღვთისა
ჭექაქუხილით მოევლინება.“ ( თავი II )
ესაა ის ფრაზა, რომლითაც წმინდანად შერაცხილი გენიოსი ავტორი მიგვანიშნებს,  თუ ვინ არის . . „მწყემსი ქალი“, რადგან მის გამოჩენამდე არსებული საოცარი დარი (რომლის აღწერას ავტორი საკმაოდ ვრცელ მონაკვეთს უთმობს, თავი VII),მოულოდნელად იცვლება საშინელი ავდრით ( თავები VII-VIII), რაც სწორედ იმის მომასწვებელია, რომ წმინდა მთას ვიღაც უღირსის ფეხი შეეხო. თუმწყემსი ქალიჩვეულებრივი, უბიწო და უბოროტო გოგონაა, რატომ იწვევს მისი მოახლება მთაზე ავდარს, ავდარი ხომ პოეტის სიტყვით ღვთის სასჯელია ბეთლემის წმინდა მთაზე ასული უწმინდურისათვის?! პოემაში ასევე არის კიდევ ერთი მინიშნება, რომ გამოცხადება არაა ფიზიკური, არამედ მისტიკურია: რიჟრაჟის დადგომისთანავე განდეგილი მივარდება თავის გამოქვაბულის მთის ძირას, ხოლო მზის ამოსვლისთანავე სენაკში შევადება, მაგრამ  იქ ვეღარ ნახავს ამ ქალს (თავები XXVII-XXVIII) . გამოდის რომგზააბნეულმა გოგონამარ დაუცადა გათენებას, მზის ამოსვლას და ღამითვე დატოვა გამოქვაბული, განა ეს უმწეო ქალს შეეძლო?! პოემის მესამე თავში ავტორი სიტურფეს (ანუ ხორციელ სილამაზეს) პირდაპირ უწოდებს ეშმაკის მახეს და ცდუნებას ( „სად თვით სიტურფე და სათნოება, ეშმაკის მახე და ცდუნებაა“). ვფიქრობთ, ყოველივე ეს უეჭველს ხდისრომ ავტორი ქალის გამოცხადებაში გულისხმობს ეშმაკის გამოცხადებას და თუ ეს პირდაპირ არ წერია  პოემაში და მხოლოდ მინიშნებებით და ქვეტექსტებითაა გადმოცემული, ეს,  რა თქმა უნდა, ლიტერატურული ხერხითაა განპირობებული. ავტორს ნაწარმოებში პირდაპირ შემოაქვს მისტიკური და ზებუნებრივი შტრიხები, რომლის ყველაზე ნათელი მაგალითია მზის სხივზე ლოცვანის დაყრდნობის სასწაულინათელია, რომ ავტორისათვის მისტიკურობა, ზებუნებრივი სასწაულები სავსებით ჩვეულებრივი, უეჭველი ფაქტია, ის შორს დგას ურწმუნოებისაგან, ათეისტური რაციონალიზმისგან და გნებავთ .. „რეალიზმისგან“,  რასაც ასე დაჟინებით გვიკიჟინებდნენ  ათეისტურად და ანტითეისტურად განწყობილი კრიტიკოსები.
რამ გამოიწვია განდეგილი ბერის დაცემა?! ის ხომ უკვე სიწმინდის დიდ ხარისხში იყო, თვით სასწაულთმოქმედების საზომს  მიწეული?! რუფინუსის თხრობაში პირდაპირაა ეს მიზეზი დასახელებული – „ამპარტავნება“, ილიას პოემაში კი მხატვრული მწერლობის ბუნებიდან გამომდინარე შინაარსობლივადაა ნაგულისხმევი, ზედმეტი ახსნაგანმარტების გარეშე. ბიბლიის, ანუ საღმრთო წერილის  სწავლებით დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემასქედმაღლობა (იგავნი სილომინისა, .16,18), ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი (იაკობი 4,6).  ანუ სულიერი დაცემის მიზეზი ქრისტიანული ღვთისმეტყველების მიხედვით ამპარტავნებაა. რაში იხატება განდეგილის ამპარტავნება?! განდეგილმა დაივიწყა, რომ მიუხედავად გარკვეული სულიერი სიმაღლეების მიღწევისა, ის კვლავაც მოკვდავი, ცოდვილი ადამიანია.  მან ისე შეიტკბო ღვთისგან მიმადლებული სიწმინდე და სასწაულთმოქმედება (ლოცვანის მზის სხივის მიერ დაჭერა), რომ ცოდვით დაცემის გამო  ამ ნიჭის დაკარგვა, დიდ მწუხარებას ჰგვრის:
მზის ამოსვლასა ელოდებოდა
რად არ ამოდის? რად გვიანდება?
დღემდე თვით ჟამი არარა იყო,
და ეხლა წუთიც რად უძნელდება?..
ამოვიდა მზეცმსწრაფლ უკუ-იქცა,
შევარდა სენაკს გახარებული,
და კვლავ მზის სხივი იმავე სვეტად
ჰნახა სარკმლიდამ გადმოშვებული.
გულზედ მოეშოკვლავ სასოებით
დედა-ღვთისასა მიაპყრა თვალი,
კვლავ ჰნახა იგივ ცხოველი ხატი
მადლით, ნუგეშით გადმომზირალი.
არ შერისხულა, სჩანს ჯერეთ ღვთისგან!..
და ღმერთს მადლობა ცრემლით შესწირა
მივარდა ლოცვანს, დააყრდო სხივზედ
და, ეჰა, სხივმა არ დაიჭირა!..
დაესხა რეტი, თვალთ დაუბნელდა,
გაშრა, გაშეშდა ზარდაცემული,
ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა
და იქავ სხივ-ქვეშ უტევა სული.“
მაგრამ, განა ეს სასწაული აუცილებელი პირობა იყო ცხონებისათვის?! მას ავიწყდება მაცხოვრის შეგონებაოდეს ჰყოთ ბრძანებული თქვენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უხმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ (ლუკა 17,10), ასევე სიბრძნე იობისიშიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო, კურთეულ იყოს მისი სახელი (იობი, 1,21).  წმ. ისააკ ასურის სწავლებით ნეტარ არს კაცი, რომელი შეიცნობს უძლურებასა თვისსა, რამეთუ ცოდნა ესე ხდება მისთვის საფუძველი და საწყისი ყოველივე კეთილწარმატებისა“ (ისააკ ასური, 61- სიტყვა). სამწუხაროდ, განდეგილმა ეს ყველაფერი დაივიწყა, დაივიწყა რომ თუკი მოინდომებს და უწინდებურ კეთილკრძალულ ცხოვრებას დაუბრუნდება, თავდაპირველ მადლსა და ღირსებასაც უეჭველად დაიბრუნებს (პრესვიტერი/მღვდელი  რუფინუსი).
პირდაპირი ცნობის აღმოჩენამდე, ძნელია გადაჭრით ვამტკიცოთ იცნობდა თუ არა წმ. ილია მართალი რუფინუსის ნაშრომის ჩვენს მიერ დამოწმებულ ამონარიდს, ჩვენ ვიცით მხოლოდ ის რომ,  1898 წელს ის  იყო გამოქვეყნებული სერგიევპოსადის მონასტრის გამომცემლობის მიერ. შესაძლოა, ეს არ იყო ამ ნაშრომის რუსულ ენაზე  გამოცემის პირველი შემთხვევა და ის მანამდეცპოემაგანდეგილისშექმნამდე, ანუ 1883 წლამდეც იყო გამოქვეყნებული, ეს საკითხი გამოსარკვევია.  ცნობილიაილია მართალს ახალგაზრდობის პერიოდში ჰქონდა სურვილიგამხდარიყო ბერი, რაც, რა თქმა უნდა, აუცილებლად გულისხმობს იმასაც, რომ ის უცილობლად დაინტერესდებოდა საბერმონაზვნო, ანუ ასკეტური ლიტერატურით. სიმბოლურია პოემის მიძღვნა საყვარელი და ძვირფასი მეუღლის ოლღა გურამიშვილისადმი. აქ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ თავად ილიას პირად ცხოვრებაში, მის  ახალგაზრდობაში გაკეთებული არჩევანისბერობაზე საბოლოო უარის და საერო ცხოვრების, დაოჯახების არჩევანის გამარჯვება.
თუ გამოვრიცხავთგანდეგილისსიუჟეტის სესხებას უშუალოდ რუფინუსისგანმაინც ნათლად იკვეთება ერთი ფაქტი: წმ. ილია მართლის პოემა სრულყოფილი საღვთისმეტყველო, ასკეტურმისტიკური ჟანრის ლიტერატურული ძეგლია, რომელიც კვლევის შესაბამის, სწორ ორიენტირებს მოითხოვს.
ლიტერატურა:
1.     ბიბლია, საქართველოს საპატრიარქო, თბილისი, 1989;
2.     ახალი აღთქუმაი, გამომცემლობაკალამონი“, 2002;
3.     ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი, . I, თბილისი, 1987;
4.     იოანე მოსხილიმონარი, ანუ სამოთხე; პრესვიტერი რუფინუსიმეუდაბნოე მამათა ცხოვრებათბილისი, 2005,  თარგმანი შესრულებულია  მღვიმევის დედათა მონასტერში;
5.     ქართველი მწერლები სკოლაში- ილია ჭაჭავაძე;  წიგნი 3, ნაწილი I, ავტორშემდგენლები: ფატი ფირუაშვილი, მაია ჯალიაშვილი, თბილისი, გამომცემლობასაქართველოს მაცნე“;
6.     აკაკი ბაქრაძე, ილია და აკაკი; თბილისი, 1992;
7.     აბაშიძე კიტა, ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, თბილისი, 1962;
8.     გურამ ასათიანი, საუკუნის პოეტები, თბილისი, 1988;
9.     ვახტანგ კოტეტიშვილი, XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორია, თბილისი, 1988;
10.                        გერონტი ქიქოძე; წერილები, ესეები, ნარკვევები; თბილისი, 1985;
11.                        ნათელა ჩიტაური, „კვლავ ილიასგანდეგილისშესახებ“, ლიტერატურული ძიებანი 2002 №22;




Tags: აკაკი ბაქრაძეასკეტიზმიგანდეგილიგეორგ ებერიდეკანოზი ილია ჭიღლაძეილია მართალიილია ჭავჭავაძემწირიპატერიკებიპატერიკირუფინუსიქართული ლიტერატურა

Комментарии: 0:

Отправить комментарий

Подпишитесь на каналы Комментарии к сообщению [Atom]

<< Главная страница