პროექტი:სამთავროს ველიდან საგურამომდე....
მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ მცხეთაში,სამთავროს ველზე,არქეოლოგიურ გათხრებში....შემდეგ საგურამოში დაათვალიერებენ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს.........
четверг, 23 октября 2014 г.
суббота, 11 октября 2014 г.
წმინდა ილია მართალი
ილია ჭავჭავაძე - პოეტი
მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო
ვით ფრინველმა გარეგანმა;
არა მარტო ტკბილ ხმებისთვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.
მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა.
დიდის ღმერთის საკურთხევლის
მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,
რომ ერისა მოძმედ ვიყო ჭმუნვასა და სიხარულში;
ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული...
მაშინ ციდამ ნაპერწკალი
თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,
მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ
მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა!
ვით ფრინველმა გარეგანმა;
არა მარტო ტკბილ ხმებისთვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.
მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა.
დიდის ღმერთის საკურთხევლის
მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,
რომ ერისა მოძმედ ვიყო ჭმუნვასა და სიხარულში;
ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული...
მაშინ ციდამ ნაპერწკალი
თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,
მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ
მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა!
пятница, 10 октября 2014 г.
რა გავიგეთ
.jpg)
.jpg)
ილია ჭავჭავაძემ 1874 წელს გორისუბანში, ზედაზნის ტყის პირას, ორსართულიანი პატარა ფიცრული სახლი დადგა. 1894 წელს კი მის ადგილზე სამსართულიანი აგურის შენობა ააგო. აქედან არაგვის ხეობისა და საგურამოს მიდამოების შესანიშნავი ხედი იშლება. სახლის მშენებლობას ოდა კარმიდამოს მოწყობას ილია პირადად ხელმძღვანელობდა. მგოსანმა ეზოში რამდენიმე ხე საკუთარი ხელით დარგო. ტყიდან გამოყვანილია პატარა რუ.
ილია ჭავჭავაძემ აქ დაწერა პოემა „განდეგილი“ და მრავალი სხვა მხატვრული თუ პუბლიცისტური ნაწარმოები.
ილია ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი აქ 1951 წელს გაიხსნა. პირვანდელი სახით აღდგენილია ილიას სამუშაო ოთახი, ხოლო სხვა ოთახებში მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი გამოფენაა მოწყობილი.
1907 წლის 30 აგვისტოს წიწამურის გზაზე თავდასხმის შემდეგ ილიას ცხედარი სწორედ საგურამოს სახლში დაასვენეს და აქედან 7 სექტემბერს დილით თბილისში წამოასვენეს.
პროექტის მიმდინარეობა
|
||||||
მოსწავლეებმა შეისწავლეს ილია ჭავჭავაძის
ბიოგრაფია
|
მოსწავლეები გაემგზავრნენ ექსკურსიაზე ილიას
სახლ-მუზეუმში საგურამოში
|
მოსწავლეებმა შეავსეს შთაბეჭდილებების დღიური
|
||||
თითოეულმა მოსწავლემ შეისწავლა ილიას 1 ლექსი
|
ყურადღებით მოისმინეს გიდის ნაამბობი,დაუსვეს მას
შეკითხვები
|
მოამზადეს მასალები ბლოგზე განსათავსებლად
|
||||
კლასში ჩატარდა პოეზიის წუთები,ილიას ლექსის
წაკითხვის შემდეგ აანალიზებდნენ პოეტის შემოქმედების ნიმუშს
|
გადაიღეს სამახსოვრო ფოტო-სურათები
|
ამზადებენ სლაიდშოუს პრეზენტაციისათვის
|
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები-ქართულის ჯგუფისათვის
N
|
შეკითხვების
ტიპები
|
კითხვები
|
|
1
|
ზოგადი შეკითხვები
|
·
როგორ უნდა დაიმკვიდროს ადამიანმა სახელი ამქვეყნად?
·
რატომ ვერ აცნობიერებს ყველა ადამიანი თავის დანიშნულებას
ერისა და ქვეყნის წინაშე?
|
|
2
|
თემატური შეკითხვები
|
·
რა ვიცით ილია ჭავჭავაძის შესახებ?
·
მისი შემოქმედებიდან რომელი ნაწარმოები მოგწონთ და
რატომ?
·
რას ეტყოდით ილიას მკვლელებს?
·
რატომ შერაცხა ქართულმა ეკლესიამ ილია წმინდანად?
|
|
3
|
შინაარსობრივი შეკითხვები
|
·
ვისი ყოფილა საგურამოში ილიას სახლ-მუზეუმის საკარმიდამო
მამული?
·
ვისი პროექტითაა აგებული საგურამოში მდებარე სახლი?
·
ვინ იყო ილიას მეუღლე?
·
რა ნივთები ჩამოუტანია ილიას პეტერბურგიდან?
·
რა რეფორმა გაატარა ილიამ მე-19 საუკუნის 60-იან წლებში?
|
|
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები-ისტორიის ჯგუფისათვის
N
|
შეკითხვების
ტიპები
|
კითხვები
|
|
1
|
ზოგადი შეკითხვები
|
·
რატომ ატარებენ არქეოლოგები გათხრებს?
·
როგორ შეიძლება ერთი ნივთის აღმოჩენამ შეცვალოს წარსული?
·
მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა არქეოლოგიურ გათხრებში?
|
|
2
|
თემატური შეკითხვები
|
·
რომელ ხანას განეკუთვნება თქვენ მიერ აღმოჩენილი ნივთები?
·
რაზე მეტყველებენ ეს ნივთები?
·
საიდავ შეიძლება დაასკვნათ,რომ ეს სამარხები ადრინდელ
ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება?
|
|
3
|
შინაარსობრივი შეკითხვები
|
·
კერძოდ,ვის მიეკუთვნება თქვენ მიერ აღმოჩენილი სამარხი?
·
რომელი საუკუნით თარიღდება იგი?
·
რის განვითარებაზე მეტყველებს საფლავში აღმოჩენილი
ნივთები?
·
როგორ განასხვავეთ ერთმანეთისაგან ქალისა და მამაკაცის
სამარხი?
|
|
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

დასვით სწორი კითხვები
დამაინტრიგებელი, ღია კითხვების დასმა ეფექტური გზაა სწავლისათვის მნიშვნელოვანი საფუძვლის შესაქმნელად და მოსწავლის წასახალისებლად, რომ მან უფრო ღრმად გაიზროს საკითხი. როდესაც მოსწავლეებს ისეთ კითხვებს უსვამენ, რომლებზეც პასუხის პოვნა მათ ნამდვილად აინტერესებთ, ისინი ერთვებიან პროექტში. როდესაც კითხვები ეხმარებათ მათ, რომ დაინახონ კავშირი საგანსა და მათ ცხოვრებას შორის, სწავლას მნიშვნელობა ენიჭება. სწორი კითხვების დასმით ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს, რომ გახდნენ უფრო მოტივირებულები და აწარმოონ თვითრეგულირება. მაგრამ რომელია სწორი კითხვა?მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ქმნიან სტრუქტურას მთელი პროექტის მანძილზე ორგანიზებული გამოკითხვისათვის და ავითარებენ აზროვნებას ყველა დონეზე. ისინი აბალანსებენ პროექტში შინაარსის გაგებასა და დამაინტრიგებელი თუ მყარი იდეების შექმნას, რაც სწავლას მოსწავლეებისათვის რელევანტურს ხდის. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები გზას უკვალავენ საკითხის შესწავლას და მოიცავენ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.
ზოგადი და თემატური კითხვები სწავლას მნიშვნელობას სძენენ. ისინი ეხმარებიან მოსწავლეებს, რომ შეიცნონ მიზეზები (რატომ?) და გზები (როგორ?), ხელს უწყობენ კვლევასა და დისკუსიებს. მათი მეშვეობით მოსწავლეები ახდენენ ნასწავლის პერსონალიზაციას და საკითხის გაგებას. კარგი ზოგადი და თემატური კითხვები მოსწავლეებისგან კრიტიკულ აზროვნებას, ცნობისმოყვარეობის გაღვიძებას ითხოვენ და ავითარებენ პროგრამით გათვალისწინებული საკითხების გამოკითხვის მიდგომას. ამგვარ კითხვებზე პასუხის გასაცემად მოსწავლეებმა სიღრმისეულად უნდა შეისწავლონ საკითხი და შექმნან მათეული ახსნა და პასუხები იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მოაგროვეს.
შინაარსობრივი კითხვები ეხმარება მოსწავლეებს, რომ განსაზღვრონ "ვინ", "რა", "სად" და "როდის", ასევე ხელს უწყობენ არსებით და თემატურ კითხვებს, რადგან უზრუნველყოფენ დეტალების გაგებაზე ფოკუსირებას. ისინი ეხმარებიან მოსწავლეებს, რომ ფოკუსირდნენ ფაქტობრივ ინფორმაციაზე, რომელიც აუცილებლად უნდა ისწავლონ, რათა დააკმაყოფილონ კონტენტის მრავალი სტანდარტი და მიაღწიონ სასწავლო მიზნებს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ერთმანეთზეა აგებული. შინაარსობრივი კითხვები ხელს უწყობს პროექტის კითხვებს, ორივე კი ხელს უწყობს არსებით კითხვებს. არსებითი კითხვები ხშირად ყველაზე დამაინტრიგებელია და პირველს მას მიმართავენ. ქვემოთ ჩამოთვლილი კითხვები აჩვენებენ მათ ურთიერთკავშირს.ზოგადი კითხვები
- რატომ გვჭირდებიან სხვა ადამიანები?
თემატური კითხვები
- ჩვენი საზოგადოებრივი მუშაკებიდან რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი?
- რომელი საზოგადოებრივი მუშაკი მოგწონთ ყველაზე მეტად?
შინაარსობრივი კითხვები
- ვინ არიან საზოგადოებრივი მუშაკები?
- რას აკეთებენ საზოგადოებრივი მუშაკები?
ზოგადი კითხვები:
- წარმოადგინეთ დიდი, მყარი იდეები, რომლებიც კვეთენ ყველა საგანს. ისინი წარმოადგენენ ხიდს მრავალ საკითხს, საგანსა ან წლის მანძილზე სასწავლ მასალას შორის.
- მიიღეთ ბევრი პასუხი. ამ კითხვებზე პასუხის პოვნა წიგნში შეუძლებელია. ისინი ცხოვრებისეული კითხვებია. ხშირად ისინი ცხოვრების კითხვებია, მაგალითად: "ჩემი ძმის დარაჯი ხომ არ ვარ?"
- მიიპყარით მოსწავლეების ყურადღება და უბიძგეთ მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენებისკენ; ასეთი კითხვები მოსწავლეებს უქმნიან გამოწვევებს, რომ გაანალიზონ თავიანთი ცოდნა, ღირებულებები და ახსნან მათი გამოცდილება.
თემატური კითხვები:
- ეს ღია კითხვები მოსწავლეებს იდეების გამოთქმას სთავაზობს იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება თემას, საგანს ან შესასწავლს მასალას. სხვადასხვა საგნის მასწავლებლების გუნდი თავიანთ უნიკალურ თემატურ კითხვებს იყენებს, რომ ხელი შეუწყონ ერთ საერთო ზოგად კითხვას, რომელიც აქვს გუნდის ყველა წევრს.
- წარმოაჩენენ პრობლემას და ხელს უწყობენ დისკუსიის დაწყებას ზოგადი კითხვის ხელშესაწყობად. მაგალითად: როგორ დავეხმაროთ შიმშილობის პრევენციასა და აღმოფხვრას?
- წაახალისებს კვლევას, აღვიძებს და ანარჩუნებინებს ინტერესს, ასევე უნიკალური პასუხებისა და შემოქმედებითი მიდგომის საშუალებას იძლევა. ისინი აიძულებენ მოსწავლეებს, რომ მოახდინონ ფაქტების დამოუკიდებლად ინტერპრეტირება.
შინაარსობრივი კითხვები:
- ტიპიურად აქვთ მკაფიო პასუხი ან სპეციფიური "სწორი" პასუხი და განეკუთვნებიან ე. წ. "დახურული" კითხვების კატეგორიას.
- შეესიტყვება საგნობრივ სტანდარტებს და სწავლის მიზნებს, ხელს უწყობს ზოგად და თემატურ კითხვებს.
- ავარჯიშებენ მოსწავლეებს ფაქტზე დაფუძნებული ინფორმაციის დამოწმებაში. ხშირად მოსწავლეებისაგან ითხობენ პასუხს ვინ, რა, სად და როდის კითხვებზე. მაგალითად:"რას ნიშნავს შიმშილი?"
- საჭიროა ცოდნა და მიხვედრილობა პასუხების გასაცემად.
წყარო
Wiggins, G. and McTighe, J. (2001). Understanding by design. New Jersey: Prentice-Hall, Inc.понедельник, 6 октября 2014 г.
სასწავლო პროექტის შეფასება
პროექტი ეფუძნება
მნიშვნელოვან სასწავლო ამოცანებს და შეესაბამება სტანდარტებს
|
||
პროექტი ეფუძნება
მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს
|
||
პროექტი უკავშირდება
რეალურ ცხოვრებას
|
||
მოსწავლეები წარმოადგენენ
თავიანთ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს ნამუშევრების გამოქვეყნებით, პრეზენტაციით ან გამოფენით.
|
||
ტექნოლოგიების გამოყენება
ხელს უწყობს და აძლიერებს სწავლის პროცესს
|
||
აზროვნების უნარ-ჩვევების გამოყენება პროექტზე მუშაობის განუყოფელი ნაწილია
|
||
სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები ეხმარება
სწავლის სხვადასხვა სტილის მქონე მოსწავლეებს.
|