რა გავიგეთ
.jpg)
.jpg)
ილია ჭავჭავაძემ 1874 წელს გორისუბანში, ზედაზნის ტყის პირას, ორსართულიანი პატარა ფიცრული სახლი დადგა. 1894 წელს კი მის ადგილზე სამსართულიანი აგურის შენობა ააგო. აქედან არაგვის ხეობისა და საგურამოს მიდამოების შესანიშნავი ხედი იშლება. სახლის მშენებლობას ოდა კარმიდამოს მოწყობას ილია პირადად ხელმძღვანელობდა. მგოსანმა ეზოში რამდენიმე ხე საკუთარი ხელით დარგო. ტყიდან გამოყვანილია პატარა რუ.
ილია ჭავჭავაძემ აქ დაწერა პოემა „განდეგილი“ და მრავალი სხვა მხატვრული თუ პუბლიცისტური ნაწარმოები.
ილია ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი აქ 1951 წელს გაიხსნა. პირვანდელი სახით აღდგენილია ილიას სამუშაო ოთახი, ხოლო სხვა ოთახებში მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი გამოფენაა მოწყობილი.
1907 წლის 30 აგვისტოს წიწამურის გზაზე თავდასხმის შემდეგ ილიას ცხედარი სწორედ საგურამოს სახლში დაასვენეს და აქედან 7 სექტემბერს დილით თბილისში წამოასვენეს.
Комментарии: 0:
Отправить комментарий
Подпишитесь на каналы Комментарии к сообщению [Atom]
<< Главная страница