среда, 5 ноября 2014 г.

პროექტ ,,წარსულის ნაკვალევზე" პრეზენტაცია

          დღეს,2014 წლის 5 ნოემბერს,შევაჯამეთ ჩვენი პროექტი ,,წარსულის ნაკვალევზე",რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები ლია ჩხაიძე(ქართული) და თამარ გობეჯიშვილი(ისტორია).
               4 ჯგუფად დაყოფილმა კლასმა წარმოადგინა პრეზენტაცია.თითოეულ ჯგუფს გაკეთებული ჰქონდა კედლის გაზეთი და სლაიდშოუ,რომლებშიც უხვად იყო მასალა სამთავროს ველზე,არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობისა და ილიას საგურამოსეულ სახლ-მუზეუმში ექსკურსიის შესახებ.
         ფაქტობრივად,პრეზენტაციაში აისახა პროექტზე მუშაობის შედეგები და შთაბეჭდილებები.
           პრეზენტაციას ესწრებოდნენ დირექციის წევრები,სკოლის ფსიქოლოგი,საინფორმაციო მენეჯერი,მშობლები,მასწავლებლები,მოსწავლეები.
პროექტი შეფასდა დადებითად.






Комментарии: 0:

Отправить комментарий

Подпишитесь на каналы Комментарии к сообщению [Atom]

<< Главная страница